atrinnan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (3)
მიმღეობა I: atrinnads
მირბენა (მიირბენს), მორბენა
ეტიმოლოგია
[← at- პრეფ. + rinnan ზმნ.]
კონკორდანსი
atrinnands - მიმღ. I - ლუკ. XVI, 21
პარადიგმა

4.1.1.3.

r, l, m, n კომბინაციაში სონორი + ხშული თავდაპირველად მარცვლის წარმომქმნელი ბგერები იყო, მაგრამ უკვე საერთოგერმანიკულ ეპოქაში r, l, m, n-ს წინ ჩნდებოდა ე.წ. ეპენთეტიკური/ჩართული ხმოვანი, რომელიც გოთურში ყოველთვის [-u-]-ს იძლეოდა.

III კლასი ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ნორმალური საფეხური ნორმალური საფეხური ნულოვანი საფეხური ნულოვანი საფეხური
i/ă -i- -a- ნული ნული
ამ კლასის აბლაუტის მაჩვენებელი - სონორი + ნებისმიერი თანხმოვანი, მაგ. -nd-, -rþ-, etc. i + nd = ind a + nd = and ეპენთეტიკური u + nd = und ეპენთეტიკური u + nd = und
შეკვრა; დაბმა bindan band bundum bundans
i + rþ = airþ [-ɛ-] a + rþ = arþ ეპენთეტიკური au [-o-] + rþ = aurþ [-orþ-] ეპენთეტიკური au [-o-] + rþ = aurþ [-orþ-]
(რაიმედ) გახდომა; (რაიმედ) გადა˃ქცევა wairþan
[-ɛ-]
warþ waúrþum
[-o-]
waúrþans
[-o-]

ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება