rinnan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (3)
მიმღეობა I: rinnands
1. სირბილი (მირბის, დარბის); გაქცევა; 2. დინება (მიედინება), დენა
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *rennan „სირბილი; დინება“; ძვ. ინგლ. rinnan, აგრ. irnan, iernan, yrnan (თანამედრ. ინგლ. run); ძვ. ფრიზ. rinna, renna; ძვ. საქს. rinnan; ჰოლ. rinnen; ძვ. ზემ.-გერმ. rinnan (თანამედრ. გერმ. rinnen); ძვ. ისლ. rinna, renna (თანამედრ. ისლ. renna) სავარაუდოდინდო-ევროპ. *ri-, *rei- „სირბილი; დინება“; შდრ. სანსკრ. riṇā́ti „დენა, დინება“; ლათ. rīvus „პატარა მდინარე, ნაკადული“; ძვ. ირლ. rían „ზღვა; დინება“; ძვ. სლავ. ринѫти „გაქანება, გავარდნა; მივარდნა (რუს. ринуться); рѣка „მდინარე“ (რუს. река)]
კონკორდანსი
rinna - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - კორ. I, IX, 26
rinnand - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - იოან. VII, 38; კორ. I, IX, 24
rinnau - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - გალატ. II, 2
rinnaiþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - კორ. I, IX, 24
runnuþ - 2 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - გალატ. V, 7
runnjau - 1 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - გალატ. II, 2
rann - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. V, 6; V, 13; IX, 25; ლუკ. VIII, 33
rinnands - მიმღ. I- მათ. VIII, 28; რომ. IX, 16; კორ. I, IX, 24
პარადიგმა

4.1.1.3.

r, l, m, n კომბინაციაში სონორი + ხშული თავდაპირველად მარცვლის წარმომქმნელი ბგერები იყო, მაგრამ უკვე საერთოგერმანიკულ ეპოქაში r, l, m, n-ს წინ ჩნდებოდა ე.წ. ეპენთეტიკური/ჩართული ხმოვანი, რომელიც გოთურში ყოველთვის [-u-]-ს იძლეოდა.

III კლასი ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ნორმალური საფეხური ნორმალური საფეხური ნულოვანი საფეხური ნულოვანი საფეხური
i/ă -i- -a- ნული ნული
ამ კლასის აბლაუტის მაჩვენებელი - სონორი + ნებისმიერი თანხმოვანი, მაგ. -nd-, -rþ-, etc. i + nd = ind a + nd = and ეპენთეტიკური u + nd = und ეპენთეტიკური u + nd = und
შეკვრა; დაბმა bindan band bundum bundans
i + rþ = airþ [-ɛ-] a + rþ = arþ ეპენთეტიკური au [-o-] + rþ = aurþ [-orþ-] ეპენთეტიკური au [-o-] + rþ = aurþ [-orþ-]
(რაიმედ) გახდომა; (რაიმედ) გადა˃ქცევა wairþan
[-ɛ-]
warþ waúrþum
[-o-]
waúrþans
[-o-]

ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება