atgaggan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუპლეტიური ზმნა
მიმღეობა I: atgaggands
(ნამყ. atiddja) მისვლა (მივა), მიახლოება; მოსვლა, სვლა; dalaþ atgaggan ჩამოსვლა; atgaggan nēƕ მიახლოება, ახლოს მისვლა
ეტიმოლოგია
[← at- პრეფ. + gaggan ზმნ.; ძვ. ინგლ. ætȝonȝan „მისვლა; მიახლოება“]
კონკორდანსი
atgaggai - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - ლუკ. IX, 54; ტიმ. I, VI, 3
atgaggand - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. IX, 15; მარკ. II, 20; ტიმ. II, III, 1
atgaggiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - ლუკ. I, 35; იოან. X, 1; ტიმ. I, VI, 3
atiddja - 1, 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. VII, 25; VII, 27; მარკ. XI, 13 და ა.შ.
atiddjedum - 1 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. XXV, 39
atiddjedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. IX, 14; მარკ. II, 18; III, 20 და ა.შ.
atiddjedeina - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., ოპტატ. - ლუკ. V, 7
atgaggands - მიმღ. I- მათ. V, 24; VIII, 1; XXVI, 73 და ა.შ.
atuþ-þan-gaggand = at- + -uh (იხ. -uh ნაწილ.) + þan (იხ. þan ზმნზ.) + gaggand - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - კორ. I, XIV, 23
პარადიგმა

4.6. არაწესიერი ზმნები გოთურში

არაწესიერ ზმნათა ჯგუფი გოთურში წარმოდგენილია რამდენიმე ზმნით, რომლებიც უღლების სხვადასხვა თავისებურებებს ავლენენ:

4.6.1.

briggan (მოტანა).

აწმყო დროის ფუძის სტრუქტურის მიხედვით ძლიერ ზმნათა III. კლასს განეკუთვნება. ნამყო დრო იწარმოება ფუძის ხმოვნის ცვლილებითა და დენტალური სუფიქსით, რომელიც წარმოდგენილია ვარიანტით -ta: brāhta (< *braŋxta) (მოიტანა), brāhtedun (მოიტანეს).

4.6.2.

gaggan (სვლა, სიარული).

აწმყო დროის ფუძის სტრუქტურისა და მიმღეობა II-ის ფორმის მიხედვით ეს ზმნა რედუპლიკაციურ ზმნათა კლასს განეკუთვნება (ისტორიულად რედუპლიკაციურ ზმნებად ითვლება აგრ. მე-3 კლასის სუსტი ზმნები bauan, trauan) [იხ. აგრ. 4.1.3 (c)]); პრეტერიტში ერთგან (ლუკ. 19:12) გვხვდება სუსტი ფორმა gaggida (წავიდა); ჩვეულ. კი იხმარება სხვა ზმნური ფუძე: iddja (წავიდა), iddjedun (წავიდნენ). ამდენად, გრამატიკული დროის ფორმათა წარმოების ტიპის მიხედვით, gaggan სუპლეტიური ზმნაა.

4.6.3.

wisan (ყოფნა)

სუპლეტიური ზმნაა. ფუძისგან *es- იწარმოება მხოლოდ აწმყო დროის პირიანი ფორმები, ყველა დანარჩენი ფორმა იწარმოება ფუძისგან *wes-, გოთ. wis-, V კლასის ძლიერ ზმნათა მსგავსად: ინფ. wisan, ნამყ. დრ. მხ. რ. was, ნამყ. დრ. მრ. რ. wesum.

აწმყ. დრ.-ში ფუძე *es- წარმოდგენილია აბლაუტის სრული და ნულოვანი საფეხურით. უღლების ტიპი ათემატურია.

ბრძანებითი კილოს ნაცვლად ოპტატივის ფორმები იხმარება.

აწმყო დრო

wisan (ყოფნა)
(არაწესიერი სუპლეტიური ზმნა)

თხრობითი კილო ოპტატივი
(ნატვრითი/კავშირებითი კილო)
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი im sijau
მე-2 პირი is sijais
მე-3 პირი ist sijai
ორობითი რიცხვი
1-ლი პირი siju
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი sijum sijaima
მე-2 პირი sijuþ sijaiþ
მე-3 პირი sind sijaina

მიმღეობა I
wisands

[იხილეთ მიმღეობა I-ის ბრუნების პარადიგმა]

პრეტერიტი, ნამყო დრო

თხრობითი კილო ოპტატივი
(ნატვრითი/კავშირებითი კილო)
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი was wēsjau
მე-2 პირი wast wēseis
მე-3 პირი was wēsi
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი wēsum wēseima
მე-2 პირი wēsuþ wēseiþ
მე-3 პირი wēsun wēseina

მიმღეობა II
ამ ზმნას ან არ ჰქონდა, ან არ შემორჩენილა

4.6.4.

wiljan (ნდომა, სურვილი) აწმყ. დრ.-ის ფორმები იწარმოება ნამყ. დრ.-ის ოპტატივის მსგავსად.

აწმყო დრო

თხრობითი კილო
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი wiljau
მე-2 პირი wileis
მე-3 პირი wili
ორობითი რიცხვი
მე-2 პირი wileits
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი wileima
მე-2 პირი wileiþ
მე-3 პირი wileina

მიმღეობა I
wiljands

ნამყ. დრ. იწარმოება სუსტი ზმნების მსგავსად:

ნამყო დრო

თხრობითი კილო
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი wilda
მე-2 პირი wildēs
მე-3 პირი wilda
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი wildēdum
მე-2 პირი wildēduþ
მე-3 პირი wildēdun

დადასტურებულია აგრ. ოპტატივის მე-3 პირის მხ. რ. wildēdi (ისურვებდა, ენდომებოდა) და მე-2 პირის მრ. რ. wildēdeiþ (გინდოდეთ).