izwara - სახელ., ბრალდ., მრ. რ., საშ.; სახელ., ბრალდ., მხ. რ., მდედრ. - მათ. V, 16; V, 1; X, 30; მარკ. X, 5; ლუკ. V, 4; VI, 20; VI, 23; VI, 24; VI, 35; VIII, 25 და ა.შ.
izwaris - ნათ., მხ. რ., მამრ., საშ. - მათ. V, 45; X, 29; იოან. VIII, 41, VIII, 44; რომ. XII, 2; კორ. II, IX, 13 და ა.შ.
izwaramma - მიც., მხ. რ., მამრ., საშ. - მათ. VI, 1; VI, 25; ლუკ. VI, 22; იოან. VIII, 17; VIII, 38; X, 34; XVIII, 31 და ა.შ.
izwaraizos - ნათ., მხ. რ., მდედრ. - მათ. V, 20; კორ. I, VII, 5; XV, 31; კორ. II, I, 6; I, 24; VIII, 8; VIII, 24; IX, 10 და ა.შ.
izwarana - ბრალდ., მხ. რ., მამრ. - მათ. V, 16; ლუკ. VI, 38; რომ. XII, 1; კორ. I, XVI, 17; XVI, 18; კორ. II, II, 9; VII, 7; IX, 5; ფილიპ. II, 25; თესალ. I, V, 23
izwarans - ბრალდ., მრ. რ., მამრ. - მათ. V, 44; V, 47; ლუკ. VI, 35; კორ. II, IV, 5; ეფეს. VI, 14; კოლოს. III, 5; თესალ. I, V, 12
izwarai - მიც., მხ. რ., მდედრ.; სახელ., მრ. რ., მამრ. - მათ. VI, 25; მარკ. VII, 13; ლუკ. X, 11; იოან. VI, 49; VI, 58; VIII, 21; რომ. XI, 31; კორ. II, I, 24; X, 8; X, 15; ფილიპ. I, 25
izwaraim - მიც., მრ. რ. - მათ. IX, 4; მარკ. II, 8; VI, 11; ლუკ. III, 14; , 21; V, 22; IX, 5; იოან. VIII, 24 და ა.შ.
izwaros - სახელ., ბრალდ., მრ. რ., მდედრ. - მათ. VI, 15; მარკ. XI, 25; XI, 26; კორ. II, XII, 14; XII, 15; ეფეს. V, 25; გალატ. VI, 2; ფილიპ. IV, 6; კოლოს. III, 19; ფილიმ. I, 22
3.5. კუთვნილებითი ნაცვალსახელები
კუთვნილებითი ნაცვალსახელები, ფაქტობრივად, წარმოადგენს ზედსართავებს, რომლებიც წარმოებულია პროტოგერმანიკული სუფიქსით *-īna- (გოთური -ein-) მხ. რ.-ში და სუფიქსით *era- (გოთური -ar-) მრ. რ.-ში. შდრ.: meins „ჩემი“, þeins „შენი“, seins „თავისი“, „მისი“; unsar „ჩვენი“, izwar „თქვენი“; დადასტურებულია აგრ. ორობითი რიცხვის ფუძიდან ნაწარმოები კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფორმა igqarai „თქვენსას“, „თქვენ ორისას“ (მხ. რ.-ის მიც. ბრუნვა).
კუთვნილებითი ნაცვალსახელები იბრუნვის ისევე, როგორც ძლიერი ზედსართავები. მაგ. სახელ. ბრუნვაში: მამრ. სქესის ფორმა meins, საშ. სქესისა mein ან meinata, მდედრ. სქესისა meina. საშუალი სქესის კუთვნილებით ნაცვალსახელებს unsar და izwar სახელ. და ბრალდ. ბრუნვებში მხოლოდ მოკლე ფორმა აქვთ (ანუ არ ერთვით საშ. სქესის მხ. რ.-ის დაბოლოება -ata).