izei

მეტყველების ნაწილი: მიმართებითი ნაცვალსახელი
სქესი: მამრობითი
(მდედრ. sei) (ის) ვინც; (ის) რომელიც (აგრ. izē)
ეტიმოლოგია
[← is პირ. ნაცვალსახ. მამრ., si პირ. ნაცვალსახ. მდედრ. + -ei ნაწილ. (იხ. ei)]
კონკორდანსი
ize - მამრ. - მათ. V, 32; მარკ. IX, 1; ლუკ. VIII, 13; VIII, 15; 1 კორ. XV, 57; ეფეს. IV, 15; გალატ. I, 1; ტიმ. I, I, 16
izei - მამრ. - მათ. VII, 15; იოან. VIII, 40; XI, 37; XII, 4; XV, 26; XVI, 2; XIX, 12 და ა.შ.
sei - მდედრ.- ლუკ. I, 26; I, 36; II, 4; II, 5; II, 10; VII, 37; VII, 39; VIII, 2; XV, 12 და ა.შ.
პარადიგმა

3.6. მიმართებითი ნაცვალსახელები

მიმართებითი ნაცვალსახელები გოთურში იწარმოება ჩვენებითი ნაცვალსახელისთვის -ei ნაწილაკის დართვით: saei „ეს რომელიც“ (მამრ. სქესი), þatei „ეს რომელიც“ (საშ. სქესი) და soei „ეს რომელიც“ (მდედრ. სქესი). ეს ნაწარმოები ფორმა იბრუნვის ისევე, როგორც უბრალო ჩვენებითი ნაცვალსახელი, ნაწილაკი -ei დაერთვის ჩვენებითი ნაცვალსახელის ბრუნვით დაბოლოებას. შდრ.: მამრ. სქესი, სახელ. ბრუნვა saei, ნათ. ბრუნვა þizei, მიც. ბრუნვა þammei, ბრალდ. ბრუნვა þanei და ა.შ.; მდედრ. სქესი, სახელ. ბრუნვა soei, ნათ. ბრუნვა þizozei, მიც. ბრუნვა þizaiei, ბრალდ. ბრუნვა þoei და ა.შ.

მიმართებითი ნაცვალსახელები saei, þatei, soei ხშირად გამოიყენება გოთურ ენაში და მათ დამოკიდებული წინადადებები შემოჰყავთ.

მამრ. სქესის მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის ფორმა saei-სთან ერთად, გოთურში ხშირად გამოიყენება ფორმა izei, რომელიც პირის ნაცვალსახელის is (მე-3 პირი, მხ. რ., მამრ. სქესი) და ნაწილაკის -ei შესიტყვებას წარმოადგენს. izei ხშირად იხმარებოდა დამოკიდებულ წინადადებებში, როგორც ერთგვარი გაქვავებული მიმართებითი ნაცვალსახელი. შდრ.: þaim izei qimand at izwis „(მათ,) რომელნიც მოვლენ თქვენთან“ (მათ. 7:15); niu mahta sa izei uslauk augona þamma blindin ... „ნუთუ არ შეეძლო მას, ვინც ბრმას თვალი აუხილა ...“ (იოან. 11:37). ზუსტად ანალოგიურად, მდედრ. სქესის მიმართებითი ნაცვალსახელის მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის ფორმა soei-სთან ერთად იხმარება მიმართებითი ნაცვალსახელი sei, რომელიც წარმოებულია მდედრ. სქესის მე-3 პირის ნაცვალსახელის si და ნაწილაკ -ei-ს შეერთების გზით. აღსანიშნავია ოღონდ, რომ sei მარტო მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვაში იხმარება.