bi-

მეტყველების ნაწილი: პრეფიქსი
აწარმოებს ზმნ.-ებს, რა დროსაც 1) აქვს მნიშვნელობა: ყოფნა, მოძრაობა რისამე ირგვლივ / გარშემო; bistandan „გარშემო დგომა“; biƕairban „გარშემორტყმა“; 2) მიმართულების გამომხატველ ზმნ.-ებთან ერთად აღნიშნავს მოძრაობას რისამე გვერდით, გავლით: bileiþan „გვერდით გავლა; მიტოვება“; 3) აღნიშნავს მოქმედების გაძლიერებას, ინტენსიურობას: biarbaidjan „სწრაფვა“ (← arbaidjan „მუშაობა“); 4) ხშ. ცვლის ზმნ.-ის თავდაპირველ მნიშვნელობას: birōdjan „ჩივილი“ (შდრ. rōdjan „ლაპარაკი“); bihlahjan „დაცინვა“ (შდრ. hlahjan „სიცილი“)
ეტიმოლოგია
[← bi წინდ.; ძვ. ინგლ. be-, bi- (თანამედრ. ინგლ. be-); ძვ. ფრიზ. bi-; ძვ. საქს. bi-; ჰოლ. bij-, be-; ძვ. ზემ.-გერმ. bi-, be-; (თანამედრ. გერმ. be-, bei-); ძვ. ისლ. bí-]