atstandan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი ძლიერი ზმნა (6)
მიმღეობა I: atstandands
(ნამყ. atstōþ) 1. ახლოს / გვერდით დგომა (დგას); 2. მისვლა; მიდგომა; ძვ. ქართ. მიხდომა
ეტიმოლოგია
[← at- პრეფ. + standan ზმნ.; ძვ. ინგლ. ætstandan „დგომა; ახლოს, გვერდით დგომა; ადგომა“]
კონკორდანსი
atstoþun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. XX, 1
atstandands - მიმღ. I - მარკ. XIV, 47; XIV, 70; XV, 35; XV, 39; ლუკ. II, 38; IV, 39
პარადიგმა

4.1.2. (b) VI კლასის არაწესიერი ძლიერი ზმნები

ამ კლასის ზოგიერთი ზმნა ავლენდა გარკვეულ ანომალიებს ნამყო დროის ფორმათა წარმოებისას. კერძოდ ზმნა andhafjan „პასუხის გაცემა“ ნამყო დროში კარგავდა ბგერას -j-; ხოლო standan „დგომა“ – თანხმოვანს n.

VI კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ნორმალური საფეხური დაგრძელების საფეხური დაგრძელების საფეხური ნორმალური საფეხური
-ă- -ō- -ō- -ă-
პასუხის გაცემა andhafjan andhōf andhōfum *andhafans
დგომა, ადგომა standan stōþ stōþum *sta(n)dans

ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება