aflet - 2 პირ., მხ. რ., ბრძანებ. - მათ. V, 24; V, 40; VI, 12
afletiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. V, 32; VI, 14; VI, 15; მარკ. X, 11; X, 12; XI, 26
afletiþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. VI, 14; VI, 15; მარკ. XI, 26
afletai - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - მათ. V, 31; მარკ. XI, 25; ლუკ. VII, 49; კორ. I, VII, 12; VII, 13
afletam - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. VI, 12
afletaiþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - მარკ. XI, 25
afletada - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - მარკ. XIII, 28
afletanda - 3 პირ., მრ. რ., მედიოპას., თხრობ. - მათ. IX, 2; IX, 5; მარკ.II, 5; II, 9; ლუკ. V, 23; VII, 47; VII, 48
afletaindau - 3 პირ., მრ. რ., მედიოპას., ოპტატ. - მარკ. IV, 12
aflailot - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. VIII, 15; XXVII, 50; მარკ. I, 31; ლუკ. IV, 39
aflailotum - 1 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. X, 28; ლუკ. XVIII, 28
aflailoti - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., ოპტატ. - მარკ. X, 29
afleitanda - 3 პირ., მრ. რ., მედიოპას., თხრობ. - ლუკ. V, 20
afletands - მიმღ. I - მარკ. I, 18; I, 20; IV, 36; VII, 8; XII, 12; VIII, 13 XIV, 50; ლუკ. XVI, 18; XVIII, 29
afleitans - მიმღ. II - ლუკ. XVI, 18
4.1.3. VII კლასი – რედუპლიკაციური ძლიერი ზმნები
რედუპლიკაციური ზმნები, ანუ ზმნები ფუძის ხმოვნის გამეორებით.
ძირითადად მეორდება პირველი თანხმოვანი, რომელსაც მოსდევს aí [-ɛ-], რის შემდეგაც შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს აბლაუტი: მაგ. maitan - maímait, letan - laílot.
სიტყვის დასაწყისში ორი თანხმოვნის თავმოყრის შემთხვევაში მეორდება მხოლოდ ერთი თანხმოვანი: მაგ. fraisan - faífrais. გამონაკლისს შეადგენს კომბინაციები sk, st: მაგ. skaidan - skaískaiþ, (ga)staldan - (ga)staístald. ხმოვნით დაწყებული ზმნების შემთხვევაში ზმნის ძირს ემატება aí- : მაგ. aukan - aíauk.
4.1.3. (a) რედუპლიკაციური ზმნები აბლაუტის გარეშე
რედუპლიკაციური ზმნები აბლაუტის გარეშე იყოფა რამდენიმე კლასად აწმყო დროის ფუძის ვოკალიზაციის მიხედვით (კლასები: ai [ai], au [au], a, ē და ō).
VII კლასი (a) აბლაუტის გარეშე |
ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
დაძახება; წოდება | haitan [ai] |
haíhait [-ɛ-] |
haíhaitum [-ɛ-] |
haitans [ai] |
ხტომა; ხტუნვა | laikan [ai] |
laílaik [-ɛ-] |
laílaikum [-ɛ-] |
laikans [ai] |
ძილი | slēpan | saíslēp [-ɛ-] |
saíslēpum [-ɛ-] |
slēpans |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.3. (b) აბლაუტიანი რედუპლიკაციური ზმნები
ამ ჯგუფში შედის მხოლოდ ის ზმნები, რომლებსაც აქვთ აწმყო დროის ფუძის ხმოვანი ē და პრეტერიტის ფუძის ხმოვანი ō. შესაბამისად, სახეზეა ხმოვანთმონაცვლეობა/აბლაუტი ტიპისა ē → ō (რედუპლიკაციასთან ერთად).
VII კლასი (b) აბლაუტიანი |
ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
დატოვება; გაშვება | lētan | laílōt [-ɛ-] |
laílōtum [-ɛ-] |
lētans |
(ხელის) შეხება | tēkan | taítōk [-ɛ-] |
taítōkum [-ɛ-] |
tēkans |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
4.1.3. (c) არაწესიერი რედუპლიკაციური ზმნები
ისლანდიური ენის მონაცემების მიხედვით ითვლება, რომ გოთურ არაწესიერ რედუპლიკაციურ ზმნათა კლასს განეკუთვნებოდა ზმნა bnauan „სრესა“; „ფშვნა“, „ფშვნეტა“. ჩვენამდე მოღწეულ გოთურ წყაროებში დადასტურებულია ამ ზმნის ერთი ფორმა: აწმყო დროის მიმღეობა bnauands (მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში: bnauandans ლუკ. VI, 1).
გარკვეულ ატიპურობას ავლენს აგრ. ზმნური ძირი hahan „კიდება“, რომელიც ტრანზიტიული მნიშვნელობით (ʘ „დაკიდებს“; „ჩამოკიდებს“) რედუპლიკაციური ზმნაა (ushaihah sik „თავი ჩამოიხრჩო“), ხოლო ინტრანზიტიული მნიშვნელობით (ʘ „კიდია“) პრეტერიტის ფორმებს მე-3 კლასის სუსტი ზმნების მსგავსად აწარმოებს (hahaida- „ეკიდა“).
ითვლება აგრ., რომ ზოგიერთი გოთური სუსტი, სუპლეტიური და/ან არაწესიერი ზმნა (bauan, trauan, gaggan და სხვ.) თავდაპირველად რედუპლიკაციური ზმნების კლასს განეკუთვნებოდა.