ƕazuh

მეტყველების ნაწილი: განუსაზღვრელი ნაცვალსახელი
ყოველი, თითოეული; daga ƕammeh ყოველდღე, ყოველ დღეს; jera ƕammeh ყოველწლიურად, ყოველ წელიწადს
ეტიმოლოგია
[← ƕas კითხვ. ნაცვალსახ. + -uh ნაწილ.]
კონკორდანსი
ƕazuh - სახელ., მამრ. - მათ. V, 22; V, 28; V, 31; V, 32; VII, 21; VII, 24; VII, 26, XI, 6 და ა.შ.
ƕammeh - მიც., მამრ., საშ. - მარკ. XIV, 49; ლუკ. II, 41; VI, 30; XVI, 19; XIX, 47; კორ. I, XV, 31; ეფეს. IV, 14; გალატ. V, 3
ƕanoh - ბრალდ., მამრ. - ლუკ. IX, 23
ƕoh - სახელ., ბრალდ., მდედრ. - კორ. I, XI, 5; XV, 30
ƕizuh - ნათ., მამრ., საშ. - ნეემ. V, 18
ƕanzuh - ბრალდ., მამრ., მრ. რ. - ლუკ. X, 1; მარკ. VI, 7
პარადიგმა

3.4. განუსაზღვრელი ნაცვალსახელები

განუსაზღვრელი ნაცვალსახელის ფუნქციით გოთურში სხვადასხვა ლექსიკური ერთეულები იხმარებოდა:

(ა) ნაცვალსახელებს ƕas, ƕa, ƕo კითხვითი ნაცვალსახელის ფუნქციის გარდა შეეძლო განუსაზღვრელი ნაცვალსახელის ფუნქციაც შეესრულებინა და იხმარებოდა მნიშვნელობით „ვინმე, ვიღაც“; „რაიმე, რაღაც“ (განსაკ. კავშირის jabai „თუ“ შემდეგ).

(ბ) მნიშვნელობით „ვინმე“; „რაღაც“ იხმარებოდა აგრ. sums (მამრ. სქესი); sum, sumata (საშ. სქესი). suma (მდედრ. სქესი), რომელიც ძლიერი ზედსართავივით იბრუნვოდა.

(გ) ნაცვალსახელის ƕas კომბინირებით ნაწილაკთან -uh იწარმოებოდა განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „ყოველი“ : ƕazuh (მამრ. სქესი); ƕazuh (საშ. სქესი); ƕoh (მდედრ. სქესი).

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ƕazuh ƕah ƕo
ნათესაობითი ƕizuh ƕizuh -
მიცემითი ƕammeh ƕammeh -
ბრალდებითი ƕanoh ƕah ƕoh

მოქმედებითი ბრუნვის ფორმას ƕeh აქვს მნიშვნელობა „მხოლოდ“. მრავლობით რიცხვში დადასტურებულია მხოლოდ მამრ. სქესის ბრალდ. ბრუნვის ფორმა ƕanzuh.

(დ) მნიშვნელობა „ყოველი; თითოეული“ გადმოიცემოდა აგრ. ნაცვალსახელის ƕarjis კომბინირებით ნაწილაკთან -uh. იხმარებოდა მარტო მხოლობითი რიცხვის ფორმები; მდედრობით სქესში კი შემორჩენილია მხოლოდ ბრალდ. ბრუნვის ფორმა.

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ƕarjizuh ƕarjatoh -
ნათესაობითი ƕarjizuh ƕarjizuh -
მიცემითი ƕarjammeh ƕarjammeh -
ბრალდებითი ƕarjanoh ƕarjatoh ƕarjoh

(ე) მსგავსივე მნიშვნელობით იხმარება ნაცვალსახელთა სხვადასხვაგვარი შესიტყვებანი: ƕazuh-saei, sa-ƕazuh saei „ყოველი“; „თითოეული“. saei-ს ნაცვლად შეიძლება შეგვხვდეს izei.

(ვ) გოთურში განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „არავინ“ გადმოიცემა სხვადასხვა შესიტყვებათა მეშვეობით: ni mannahun, ni ƕashun, ni ainshun. განუსაზღვრელი ნაცვალსახელი ni ƕashun დადასტურებულია მხოლოდ მამრ. სქესის მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის ფორმით. შესიტყვებაში ni mannahun იბრუნვის მხოლოდ manna-; მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის გარდა დადასტურებულია ნათ. ბრუნვა ni manshun, მიც. ბრუნვა ni mannhun და ბრალდ. ბრუნვა ni mannanhun. შესიტყვებაში ni ainshun იბრუნვის მხოლოდ ელემენტი ains-.

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ainshun ainhun ainohun
ნათესაობითი ainishun ainishun -
მიცემითი ainummehun ainummehun ainaihun
ბრალდებითი ainohun ainhun ainohun