ƕarjammeh - მიც., მხ. რ., მამრ., საშ. - ლუკ. XIX, 26; რომ. XII, 3; კორ. I, IV, 5; VII, 17; XII, 11
ƕarjanoh - ბრალდ., მხ. რ., მამრ. - ლუკ. IX, 14
ƕarjatoh - სახელ., ბრალდ., მხ. რ., საშ. - მარკ. IX, 49; სკირნს. VI, 4
ƕarjoh - ბრალდ., მხ. რ., მდედრ. - მათ. XXVII, 15; მარკ. XV, 6
ƕarjano = ƕarjanoh - სკირნს. IV, 3
3.4. განუსაზღვრელი ნაცვალსახელები
განუსაზღვრელი ნაცვალსახელის ფუნქციით გოთურში სხვადასხვა ლექსიკური ერთეულები იხმარებოდა:
(ა) ნაცვალსახელებს ƕas, ƕa, ƕo კითხვითი ნაცვალსახელის ფუნქციის გარდა შეეძლო განუსაზღვრელი ნაცვალსახელის ფუნქციაც შეესრულებინა და იხმარებოდა მნიშვნელობით „ვინმე, ვიღაც“; „რაიმე, რაღაც“ (განსაკ. კავშირის jabai „თუ“ შემდეგ).
(ბ) მნიშვნელობით „ვინმე“; „რაღაც“ იხმარებოდა აგრ. sums (მამრ. სქესი); sum, sumata (საშ. სქესი). suma (მდედრ. სქესი), რომელიც ძლიერი ზედსართავივით იბრუნვოდა.
(გ) ნაცვალსახელის ƕas კომბინირებით ნაწილაკთან -uh იწარმოებოდა განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „ყოველი“ : ƕazuh (მამრ. სქესი); ƕazuh (საშ. სქესი); ƕoh (მდედრ. სქესი).
მხოლობითი რიცხვი | |||
მამრობითი | საშუალი | მდედრობითი | |
სახელობითი | ƕazuh | ƕah | ƕo |
ნათესაობითი | ƕizuh | ƕizuh | - |
მიცემითი | ƕammeh | ƕammeh | - |
ბრალდებითი | ƕanoh | ƕah | ƕoh |
მოქმედებითი ბრუნვის ფორმას ƕeh აქვს მნიშვნელობა „მხოლოდ“. მრავლობით რიცხვში დადასტურებულია მხოლოდ მამრ. სქესის ბრალდ. ბრუნვის ფორმა ƕanzuh.
(დ) მნიშვნელობა „ყოველი; თითოეული“ გადმოიცემოდა აგრ. ნაცვალსახელის ƕarjis კომბინირებით ნაწილაკთან -uh. იხმარებოდა მარტო მხოლობითი რიცხვის ფორმები; მდედრობით სქესში კი შემორჩენილია მხოლოდ ბრალდ. ბრუნვის ფორმა.
მხოლობითი რიცხვი | |||
მამრობითი | საშუალი | მდედრობითი | |
სახელობითი | ƕarjizuh | ƕarjatoh | - |
ნათესაობითი | ƕarjizuh | ƕarjizuh | - |
მიცემითი | ƕarjammeh | ƕarjammeh | - |
ბრალდებითი | ƕarjanoh | ƕarjatoh | ƕarjoh |
(ე) მსგავსივე მნიშვნელობით იხმარება ნაცვალსახელთა სხვადასხვაგვარი შესიტყვებანი: ƕazuh-saei, sa-ƕazuh saei „ყოველი“; „თითოეული“. saei-ს ნაცვლად შეიძლება შეგვხვდეს izei.
(ვ) გოთურში განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „არავინ“ გადმოიცემა სხვადასხვა შესიტყვებათა მეშვეობით: ni mannahun, ni ƕashun, ni ainshun. განუსაზღვრელი ნაცვალსახელი ni ƕashun დადასტურებულია მხოლოდ მამრ. სქესის მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის ფორმით. შესიტყვებაში ni mannahun იბრუნვის მხოლოდ manna-; მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის გარდა დადასტურებულია ნათ. ბრუნვა ni manshun, მიც. ბრუნვა ni mannhun და ბრალდ. ბრუნვა ni mannanhun. შესიტყვებაში ni ainshun იბრუნვის მხოლოდ ელემენტი ains-.
მხოლობითი რიცხვი | |||
მამრობითი | საშუალი | მდედრობითი | |
სახელობითი | ainshun | ainhun | ainohun |
ნათესაობითი | ainishun | ainishun | - |
მიცემითი | ainummehun | ainummehun | ainaihun |
ბრალდებითი | ainohun | ainhun | ainohun |