béaȝ ȝifa „ბეჭდების მბოძებელი / დამრიგებელი“, მბრძანებელი, მეფე
1.1.1. (a)
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, მამრობითი სქესი
dæȝ
(დღე) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | dæȝ | daȝas |
ნათესაობითი | dæȝes | daȝa |
მიცემითი (მოქმედებითი) | dæȝe | daȝum |
ბრალდებითი | dæȝ | daȝas |
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, მამრობითი სქესი
fisc
(თევზი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | fisc | fiscas |
ნათესაობითი | fisces | fisca |
მიცემითი (მოქმედებითი) | fisce | fiscum |
ბრალდებითი | fisc | fiscas |
-el, -ol, -еn, -еr, -or და მისთ. ტიპის დაბოლოებათა მქონე ორმარცვლიანი არსებითები ბრუნების/სუფიქსაციის პროცესში განიცდიან უმახვილო ხმოვნის კუმშვას, მაგ.: სახელ. fuȝol (ფრინველი), – მიც. მხ. რ. fuȝle, ნათ. fuȝles და ა.შ.
ასო/ბგერა -h-ზე დაბოლოებულ არსებითებში ბრუნების/სუფიქსაციის პროცესში ხდება -h-ის ამოვარდნა და ფუძის ხმოვნის დაგრძელება: მაგ.: სახელ. seolh (სელაპი), – მიც. მხ. რ. séole, ნათ. séoles და ა.შ.
(ა) ფუძის მოკლემარცვლიანი ვარიანტი: scip-
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, საშუალი სქესი
scip
(გემი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | scip | scipu, scipo |
ნათესაობითი | scipes | scipa |
მიცემითი (მოქმედებითი) | scipe | scipum |
ბრალდებითი | scip | scipu, scipo |
(ბ) ფუძის გრძელმარცვლიანი ვარიანტი: scéap-
არსებითი სახელები, -a- ფუძიანი, საშუალი სქესი
scéap
(ცხვარი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | scéap | scéap |
ნათესაობითი | scéapes | scéapa |
მიცემითი (მოქმედებითი) | scéape | scéapum |
ბრალდებითი | scéap | scéap |
héafod (თავი) ტიპის არსებითები (გრძელი მახვილიანი + მოკლე უმახვილო მარცვალი) იბრუნვის როგორც არსებითი scip: სახელ., ბრალდ. მრ. რ. héafodu, მაგრამ ისეთებს, როგორიცაა მაგ. wæter (წყალი) (მოკლე მახვილიანი + მოკლე უმახვილო მარცვალი), არ ერთვით არანაირი დაბოლოება მრ. რ.-ის სახელ. და ბრალდ. ბრუნვებში: wæter (ისევე, როგორც არსებითის scéap შემთხვევაში).