ȝefaran

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (6)
1. გამგზავრება (გაემგზავრება), სვლა; გზის, მანძილის გავლა; სადმე მისვლა; 2. მოხდომა (მოხდება); 3. არსებობა (არსებობს), თავის გატანა; 4. რისამე გადატანა (გადაიტანს), რისამე გავლა; რისამე განცდა; 5. დაუფლება (დაეუფლება), მოპოვება; 6. გარდაცვალება (გარდაიცვლება), მოკვდომა
ეტიმოლოგია
[← ȝe- პრეფ. + faran ზმნ.; ძვ. საქს. gifaran; ძვ. ზემ.-გერმ. gifaran; შდრ. თანამედრ. გერმ. erfahren ზმნ. „გაგება; განცდა; მოპოვება“]
პარადიგმა

4.1.6. - VI კლასი

მეექვსე კლასი ხასიათდებოდა პროტო-გერმანიკ. მონაცვლეობით ăōōă [<ინდო-ევროპ. რაოდენობრივი აბლაუტისგან ŏōōŏ].

ეს ხმოვანმონაცვლეობა ანგლოსაქსურში (ფუძის ხმოვნის გარემოცვიდან გამომდინარე) შემდეგნაირად აისახება:

VI კლასი ინფინიტივი ნამყო დრო მხ. რ. ნამყო დრო მრ. რ. მიმღეობა II
რხევა; რყევა scacan, sceacan scóc, scéac scócon, scéacon scacen
აწევა hebban hóf hóf hafen, hæfen
დარტყმა; ცემა sléan slóȝ, slóh slóȝon slæȝen
დგომა standan, stondan stód stódon standen, stonden