ზედსართავი სახელის პარადიგმები

2. გოთური ძლიერი და სუსტი ზედსართავი სახელები

2.1. ზედსართავთა ძლიერი ბრუნება

2.1. (a)

გოთურ ზედსართავთა ძლიერი ბრუნება -a- (-o-)* ფუძიანი
blinds
(ბრმა)
მხოლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი blinds blind, blindata blinda
ნათესაობითი blindis blindis blindaizōs
მიცემითი blindamma blindamma blindai
ბრალდებითი blindana blind, blindata blinda
მრავლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი blindai blinda blindōs
ნათესაობითი blindaizē blindaizē blindaizō
მიცემითი blindaim blindaim blindaim
ბრალდებითი blindans blinda blindōs

* -o- ფუძიან ვარიანტებში იგულისხმება ამავე ტიპის მდედრ. სქესის ფორმები.

2.1. (b)

(-a- (-o-) ფუძიანი ტიპის ქვეტიპი)

გოთურ ზედსართავთა ძლიერი ბრუნება -ja- (-jo-)* ფუძიანი
midjis
(შუა, საშუალი)
მხოლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი midjis midi, midjata midja
ნათესაობითი midjis midjis midjaizōs
მიცემითი midjamma midjamma midjai
ბრალდებითი midjana midi, midjata midja
მრავლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი midjai midja midjōs
ნათესაობითი midjaizē midjaizē midjaizō
მიცემითი midjaim midjaim midjaim
ბრალდებითი midjans midja midjōs

* -jo- ფუძიან ვარიანტებში იგულისხმება ამავე ტიპის მდედრ. სქესის ფორმები.

2.1. (c)

გოთურ ზედსართავთა ძლიერი ბრუნება -i- ფუძიანი
hrains
(სუფთა)
მხოლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი hrains hrain, hrainjata hrains
ნათესაობითი hrainis hrainis hrainjaizōs
მიცემითი hrainjamma hrainjamma hrainjai
ბრალდებითი hrainjana hrain, hrainjata hrainja
მრავლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი hrainjai hrainja hrainjōs
ნათესაობითი hrainjaizē hrainjaizē hrainjaizō
მიცემითი hrainjaim hrainjaim hrainjaim
ბრალდებითი hrainjans hrainja hrainjōs

2.1. (d) (შერეული ტიპის -i-/-ja-)

ზედსართავთა ბრუნების ამ ტიპში შედიოდა რამდენიმე ზედსართავი (მაგ. anahaimeis, anahaims (სახლში მყოფი); რაიმეს დამსწრე); auþeis, auþs (უდაბური); aljakuns (უცხო, უცხოელი)) რომლებიც თავდაპირველად -i- ტიპს განეკუთვნებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ბრუნვითი ფორმების უდიდესი ნაწილი ბრუნების -ja- (-jo-) ტიპში გადავიდა.

2.1 (e)

გოთურ ზედსართავთა ძლიერი ბრუნება -u- ფუძიანი
hardus
(მაგარი)
მხოლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი hardus hardu, hardjata hardus
ნათესაობითი hardjaus hardjaus hardjaizōs
მიცემითი hardjamma hardjamma hardjai
ბრალდებითი hardjana hardu, hardjata hardja
მრავლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი hardjai hardja hardjōs
ნათესაობითი hardjaizē hardjaizē hardjaizō
მიცემითი hardjaim hardjaim hardjaim
ბრალდებითი hardjans hardja hardjōs

2.2. ზედსართავთა სუსტი ბრუნება

2.2. (a)

გოთურ ზედსართავთა სუსტი ბრუნება
blinda
(ბრმა)
მხოლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი blinda blindō blindō
ნათესაობითი blindins blindins blindōns
მიცემითი blindin blindin blindōn
ბრალდებითი blindan blindō blindōn
მრავლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი blindans blindōna blindōns
ნათესაობითი blindanē blindanē blindōnō
მიცემითი blindam blindam blindōm
ბრალდებითი blindans blindōna blindōns

ძირითადად ამავე ტიპის მიხედვით იბრუნვის გოთური ზმნების აწმყო დროის მიმღეობები.

2.2. (b) მიმღეობა I (-nd- ფუძიანი)

მიმღეობა I (ანუ აწმყო დროის მიმღეობა) გოთურში აღნიშნავდა:

(ა) შემასმენლის მიერ გამოხატული მოქმედების ან მდგომარეობის ერთდროულად მიმდინარე პროცესს. მაგ. þamma bidjandin þuk gibais „მთხოვნელს მიეცი“ (მათ. 5:42); þanuh atberun du imma usliþan ana ligra ligandan „მაშინ მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დამბლადაცემული“ (მათ. 9:2); Iesus [...] gasaƕ mannan sitandan at motai „იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი“ (მათ. 9:9); iþ þai mans sildaleikidedun qiþandans „ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ“ (მათ. 8:27) და ა.შ.

(ბ) ამავე დროს, მიმღეობა I. გოთურში ხშირად აღნიშნავდა შემასმენლის მიერ გამოხატული მოქმედების ან მდგომარეობის წინმსწრებ პროცესს. მაგ. – dalaþ þan atgaggandin imma af fairgunja, laistidedun afar imma iumjons managos „როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი“ (მათ. 8:1); jah urreisands galaiþ in gard seinana „ისიც მაშინვე აღდგა (წამოდგა) და წავიდა თავის სახლში“ (მათ. 9:7); jah duatgaggandans siponjos is urraisidedun ina „მივიდნენ მისი მოწაფეები (და) გააღვიძეს“ (მათ. 8:25); gasaihvands þan Iesu jah ufhropjands draus du imma „იესო რომ დაინახა, შეჰყვირა (და) მის წინაშე დაემხო“ (ლუკ. 8:28).

ამგვარ კონსტრუქციებში გოთური მიმღეობა I-ის სინტაქსურ-სემანტიკური ფუნქცია ხშირად საკმაოდ ჰგავს რუსული აბსოლუტივის (деепричастие) ხმარებას. ამდენად, ზემომოყვანილ ციტატებში გოთური მიმღეობა I.-ის შემცველი კონსტრუქციები ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც დამოკიდებული წინადადებებით („(უკვირდათ) და ამბობდნენ“, „როდესაც ჩამოვიდა“, „ისიც [...] წამოდგა და“; „რომ დაინახა“ და ა.შ.), ასევე მიმღეობით, ან შესაბამისი ზმნის პირიანი ფორმისთვის „რა“ კავშირის დართვით: sildaleikidedun qiþandans„გაოცდნენ (ამ სიტყვების) მთქმელნი“ ან „ამბობდნენ რა“; dalaþ þan atgaggandin imma af fairgunja – „მთიდან ჩამომავალს / ჩამოსულს“ ან „ჩამოდიოდა რა მთიდან“; gasaihvands„დამნახავი, დამნახავმა“ ან „დაინახა რა“; ufhropjands„მყვირალი“ ან „დაიყვირა / შეჰყვირა რა“; duatgaggandans„მიმავალმა, მისულებმა“ ან „მივიდნენ რა“; urreisands„წამომდგარი, წამომდგარმა“ ან „წამოდგა რა“ და ა.შ.

აწმყო დროის მიმღეობა -nd- ფუძიანი
აწმყო დროის (ბრუნების ტიპის მიხედვით თანხმოვანფუძიანი) მიმღეობა
qiþands
(მთქმელი, მოლაპარაკე)
(< qiþan [ძლიერი ზმნა, მე-5 კლასი] (თქმა, ამბობს)
მხოლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი qiþands
(qiþanda)
qiþando qiþandei
ნათესაობითი qiþandins qiþandins qiþandeins
მიცემითი qiþandin qiþandin qiþandein
ბრალდებითი qiþandan qiþando qiþandein
მრავლობითი რიცხვი
მამრობითი სქესი საშუალი სქესი მდედრობითი სქესი
სახელობითი qiþandans qiþandona qiþandeins
ნათესაობითი qiþandane qiþandane qiþandeino
მიცემითი qiþandam qiþandam qiþandeim
ბრალდებითი qiþandans qiþandona qiþandeins