waist - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - იოან. XIX, 10; ტიმ. II, I, 5
witum - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მარკ. XI, 33; XII, 14; ლუკ. XX, 21; იოან. IX, 20; IX, 21; IX, 24; IX, 29; XIV, 5; XVI, 18; XVI, 30 და ა.შ.
wituþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. XXVI, 2; მარკ. IV, 13; VIII, 17; X, 42; ლუკ. IX, 55; იოან. VII, 28; VIII, 14; IX, 30; XIII, 17 და ა.შ.
witun - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - იოან. XVIII, 21
witeis - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - ტიმ. I, III, 15
witi - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - მათ. VI, 3; IX, 30; თესალ. I, IV, 4
witjau - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - კორ. I, XIII, 2
witeiþ, witeid - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - მათ. IX, 6; მარკ. II, 10; ლუკ. V, 24; X, 11; იოან. IX, 4; ეფეს. I, 18; V, 5; VI, 21; კოლოს. IV, 6
wituts - 2 პირ., ორობ., აწმყ., თხრობ. - მარკ. X, 38
wissa - 1, 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. XXVII, 18; მარკ. IX, 6; XV, 10; იოან. VI, 6; XI, 42; XIII, 28
wissedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. II, 43; IV, 41; XVIII, 34
wisseduþ - 2 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. II, 49
wissedjau - 1 პირ., მხ. რ., ნამყ., ოპტატ. - რომ. VII, 7
wissedeis - 2 პირ., მხ. რ., ნამყ., ოპტატ. - ლუკ. XIX, 42
wissedi - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., ოპტატ. - მარკ. IX, 30
wissedeina - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., ოპტატ. - ლუკ. XX, 7
wisseis - 2 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. XIX, 22
witan - ინფ.- მარკ. VII, 24; კორ. I, XI, 3; გალატ. III, 2
witands - მიმღ. I- მათ. IX, 4; მარკ. V, 33; ლუკ. IX, 33; იოან. VI, 61; XVIII, 4; რომ. XIII, 11; კორ. I, XV, 58; კორ. II, I, 7; IV, 14; V, 6 და ა.შ.
waituh = wait + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - მათ. VI, 32
witumuh = witum + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - იოან. IX, 31
wissuh = wissa + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - ლუკ. VI, 8; იოან. VI, 64; XVI, 19; XVIII, 2
witudu = wituþ + -u (იხ. -u ნაწილ.) - იოან. XIII, 12
4.5. პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები
პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები ეწოდება ზმნათა მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებშიც აწმყო დროის / პრეზენსის ფორმები წარმოებულია ძლიერ ზმნათა პრეტერიტის ტიპის მიხედვით, ხოლო ნამყო დროის / პრეტერიტისა და მიმღეობა II-ის ფორმები სუსტის ზმნების ტიპის მიხედვით, დენტალური სუფიქსით იწარმოება.
[იხილეთ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლების პარადიგმა]
ასე მაგალითად, ზმნის witan (ცოდნა) შემთხვევაში თხრობითი კილოს მხოლობითი რიცხვის პირიანი ფორმების ფუძეა wait (ვიცი; იცის). თხრობითი კილოს მრავლობითი რიცხვის პირიანი ფორმების ფუძეა wit-. შდრ. witum (ვიცით); witun (იციან).
ძლიერ ზმნათა პრეტერიტთან პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნებს ფუძის ხმოვნის ვოკალიზაციის გარდა საერთო აქვს აგრეთვე პირის ნიშნების დაბოლოებათა სისტემა (შდრ. მაგ. þu kannt შენ იცი და þu namt შენ აიღე).
პრეტერიტისა და მიმღეობა II-ის ფორმები, როგორც ითქვა, ამ ზმნებში იწარმოება სუსტი ზმნების ტიპის მიხედვით, დენტალური სუფიქსით, რომელსაც ჩვეულ. აქვს ფორმა -þa-, -ta-.
ზოგიერთი პრეტერიტო-პრეზენსული ზმნებისგან მხოლოდ ერთეული ფორმებია შემორჩენილი და მათი ფორმათწარმოების სრული პარადიგმების რეკონსტრუირება მხოლოდ თეორიულ დონეზეა შესაძლებელი.
აწმყო დროში ფუძის ხმოვნის მონაცვლეობის კანონზომიერებათა მიხედვით, პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები იყოფა I, II, III, IV და VI კლასად (V კლასის ძლიერ ზმნათა შესატყვისი პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები შემორჩენილი არ არის) ძლიერ ზმნათა აბლაუტის კლასების შესაბამისად:
I კლასი (i / a + i)
(ა) აწმყ. დრ. მხ. რ. wait (ვიცი; იცის); აწმყ. დრ. მრ. რ. witun (იციან); ნამყ. დრ. მხ. რ. wissa (ვიცოდი; იცოდა) (-ssa < *-t + *-ta); ნამყ. დრ. მრ. რ. wissedun (იცოდნენ); მიმღ. II დადასტურებული არ არის.
(ბ) lais (ვიცი); დადასტურებულია მხოლოდ ეს ფორმა.
II კლასი (i / a + u)
აწმყ. მხ. რ. daug (სასარგებლოა; ვარგა) დადასტურებულია მხოლოდ ეს ფორმა.
III კლასი (i / a + სონორი + ნებისმიერი თანხმოვანი)
(ა) აწმყ. დრ. მხ. რ. kann (ვიცი; იცის) აწმყ. დრ. მრ. რ. kunnun (იციან); ნამყ. დრ. მხ. რ. kunþa (ვიცოდი; იცოდა); ნამყ. დრ. მრ. რ. kunþedun (იცოდნენ); მიმღ. II kunþs.
(ბ) 1-ლი პირის აწმყ. დრ. მხ. რ. þarf (ვსაჭიროებ, მჭირდება) (მე-3 პირის მხ. რ. მნიშვნელობით ესაჭიროება, სჭირდება დადასტურებული არ არის); მე-3 პირის აწმყ. დრ. მრ. რ. þaurbun (საჭიროებენ, სჭირდებათ); ნამყ. დრ. მხ. რ. þaurfta (საჭიროებდა, სჭირდებოდა); მრ. რ.-ის ნამყ. დრ.-ის ფორმა დადასტურებული არ არის; მიმღ. II þaurfts.
(გ) აწმყ. დრ. მხ. რ. (ga)dars (ვბედავ; ბედავს); 1-ლი პირის აწმყ. დრ. მრ. რ. (ga)daursum (ვბედავთ) (მრ. რ.-ის მე-3 პირის ფორმა დადასტურებული არ არის); მე-3 პირის ნამყ. დრ. მხ. რ. (ga)daursta (გაბედა); ნამყ. დრ. მრ. რ. (ga)daurstedun (გაბედეს); მიმღ. II დადასტურებული არ არის.
IV კლასი (i / a + ნებისმიერი სონორი)
(ა) 1-ლი პირის აწმყ. დრ. მხ. რ. man (ვფიქრობ; მიმაჩნია, მგონია); მე-2 პირის აწმყ. დრ. მრ. რ. (ga)munuþ (გახსოვთ); აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი პირი munda (ვიფიქრე; მივიჩნიე); მე-3 პირი (ga)munda (გაიხსენა, გაახსენდა); მე-3 პირის ნამყ. დრ. მრ. რ. mundedun (ფიქრობდნენ, ეგონათ); მიმღ. II munds.
(ბ) აწმყ. დრ. მხ. რ. skal (ვალდებული ვარ, მმართებს; ვალდებულია, მართებს); აწმყ. დრ. მრ. რ. skulun (ვალდებულნი არიან, მართებთ); მე-3 პირის ნამყ. დრ. მხ. რ. skulda (ვალდებული იყო, მართებდა, ემართა); მიმღ. II skulds.
(გ) (უპირო ზმნა) (gi)nah (საკმარისია); (bi)nah (ნებადართულია; საჭიროა); მიმღ. II (bi)nauht.
V კლასი (i / a + ნებისმიერი თანხმოვანი გარდა სონორისა)
ამ ტიპის პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები გოთურში არ დასტურდება
VI კლასი (ă / ō რაოდენობრივი აბლაუტი [< ინდო-ევროპ. ŏ – ō – ō – ŏ])
(ა) 1-ლი პირის აწმყ. დრ. მხ. რ. og (მეშინია) (მხ. რ. მე-3 პირის მნიშვნელობით დადასტურებული არ არის); მე-2 პირის აწმყ. დრ. მრ. რ. ogeiþ (გეშინიათ); ნამყ. დრ. მხ. რ. ohta (მეშინოდა; ეშინოდა); ნამყ. დრ. მრ. რ. ohtedun (ეშინოდათ).
(ბ) აწმყ. დრ. მხ. რ. (ga)mot (ადგილი ჰყოფნის, ეტევა); მრ. რ. დადასტურებულია მარტოოდენ 1-ლი პირის ოპტატივის ფორმით: (ga)moteima (დავეტიოთ); ნამყო დროში დადასტურებულია მხოლოდ მე-3 პირის მრ. რ.-ის ფორმა (ga)mostedun (ადგილი ეყოთ, დაეტივნენ).
ატიპიური პრეტერიტო პრეზენსული ზმნები
ორი პრეტერიტო-პრეზენსული ზმნა mag (შემიძლია) და áih (მაქვს; მყავს; ვფლობ) არ მიჰყვება ძლიერ ზმნათა ექვსი კლასის ხმოვანთმონაცვლეობის კანონზომიერებებს:
(ა) ზმნის mag ფორმებს არა აქვთ ფუძის ხმოვნის მონაცვლეობა და -a- მოცემული ზმნის ფუძის ყველა ვარიანტში გვხვდება: აწმყ. დრ. მხ. რ. mag (შემიძლია; შეუძლია); აწმყ. დრ. მრ. რ. magun (შეუძლიათ); ნამყ. დრ. მხ. რ. mahta (შეეძლო) (მნიშვნელობით შემეძლო დადასტურებული არ არის); ნამყ. დრ. მრ. რ. mahtedun (შეეძლოთ); მიმღ. II mahts.
(ბ) ზმნის áih ფორმებს აგრეთვე არ გააჩნია ფუძის ხმოვნის მონაცვლეობა: აწმყ. დრ. მხ. რ. áih (მაქვს; მყავს) aigum აგრ. áihum (გვაქვს; გვყავს); ოპტატივის ფუძე წარმოდგენილია ფორმით aigi (ჰქონდეს; ჰყავდეს); ნამყ. დრ. მხ. რ. áihta (ჰქონდა; ჰყავდა); მრ. რ. áihtedun (ჰქონდათ; ჰყავდათ); ნამყ. დრ.-ის ოპტატივის ფუძე წარმოდგენილია ფორმით áihtedeis (გექნებოდა).
პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების ძირითადი ფორმები
III კლასის პრეტ.-პრეზ. ზმნ. |
ინფინიტივი | აწმყო მხ. რ. | აწმყო მრ. რ. | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ცოდნა | kunnan | kann | kunnun | kunþa | kunþedun | kunþs |
[იხილეთ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლების სრული პარადიგმა]
ატიპიური პრეტ.-პრეზ. ზმნ. |
ინფინიტივი | აწმყო მხ. რ. | აწმყო მრ. რ. | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ქონა; ყოლა | aigan | áih | áigun | áihta | áihtedun | áihts |
[იხილეთ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლების სრული პარადიგმა]
4.5.1. პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლება
აწმყო დრო
მოქმედებითი გვარი
kunnan (ცოდნა) (III კლასის პრეტერიტო-პრეზენსული ზმნა) |
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kann | kunnjau | ||
მე-2 პირი | kannt | kunneis | ||
მე-3 პირი | kann | kunni | ||
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kunnum | kunneima | ||
მე-2 პირი | kunnuþ | kunneiþ | ||
მე-3 პირი | kunnun | kunneina |
შენიშვნა: ორობითი რიცხვის რეკონსტრუირებული ფორმები, ისევე როგორც ბრძანებითი კილოსა და მედიოპასივის ფორმები, რომლებიც გოთურ პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნებს არ უდასტურდებათ, აქ მოყვანილი არ არის.
მიმღეობა I | ||||
kunnands |
[იხილეთ მიმღეობა I-ის ბრუნების პარადიგმა]
პრეტერიტი, ნამყო დრო
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kunþa | kunþēdjau | ||
მე-2 პირი | kunþēs | kunþēdeis | ||
მე-3 პირი | kunþa | kunþēdi | ||
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kunþēdum | kunþēdeima | ||
მე-2 პირი | kunþēduþ | kunþēdeiþ | ||
მე-3 პირი | kunþēdun | kunþēdeina |
მიმღეობა II | ||||
kunþs |
[იბრუნვის ზედსართავების ანალოგიურად]