witan²

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: სუსტი ზმნა (3)
მიმღეობა I: witands
1. დარაჯობა (დარაჯობს); 2. თვალყურის დევნება (ადევნებს), დაკვირვება; 3. ჩვეულების და მისთ. დაცვა (დაიცავს), შესრულება
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *witēn; ძვ. ინგლ. be-witian „დაკვირვება, თვალის დევნება; ზრუნვა“]
კონკორდანსი
witaiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - იოან. IX, 16; გალატ. IV, 10
witai - 2 პირ., მხ. რ., ბრძანებ. - ტიმ. II, IV, 15
witeis - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - მათ. XXVII, 4
witaida - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. VI, 20; კორ. II, XI, 32
witaidedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. III, 2
witan - ინფ.- მათ. XXVII, 64
witands - მიმღ. I- მათ. XXVII, 54; ლუკ. II, 8
witaiduh = witaiþ + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - მათ. XXVII, 65
witaidedunuh = witaidedun + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - ლუკ. VI, 7
პარადიგმა

4.2.3. მე-3 კლასის სუსტი ზმნები (-ai- ფორმათმაწარმოებელი სუფიქსის მქონე ზმნები)

ამ კლასის სუსტ ზმნებს ჰქონდა ფორმათმაწარმოებელი სუფიქსი -ai-. სრული ფორმით აღნიშნული სუფიქსი ჩნდებოდა მხოლოდ ფუძის მე-2, მე-3 და მე-4 ვარიანტში, აწმყო დროის ფუძისგან ნაწარმოებ ფორმებში კი მას ენაცვლებოდა უბრალო -a-.

III კლასი ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ქონა; ყოლა haban habaida habaidēdum habaiþs
მოწონება (ga)leikan (ga)leikaida (ga)leikaidēdum galeikaiþs

სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება