waúrkjan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუსტი ზმნა (1)
მიმღეობა I: waurkjands
(ნამყ. waúrhta) 1. რისამე გაკეთება (გააკეთებს); 2. მუშაობა (მუშაობს), შრომა; haúrja waúrkjan კოცონის / ცეცხლის დანთება
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *wurkjan; ძვ. ინგლ. wyrcan, wyrcean (თანამედრ. ინგლ. work); ძვ. საქს. wurkian; ძვ. ზემ.-გერმ. wurken; ისლ. yrkja ← ინდო-ევროპ. *uerġ-; შდრ. ავესტ. varəz- „მუშაობა, შრომა“; ძვ. ბერძ. ἔργον „მუშაობა, შრომა“]
კონკორდანსი
waurkja - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - რომ. VII, 15; VII, 17; VII, 19; VII, 20
waurkeis - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - იოან. VI, 30
waurkeiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ.; 2 პირ., მრ. რ., ბრძანებ. - მარკ. I, 3; III, 35; ლუკ. III, 4; იოან. VI, 10; რომ. XIII, 10; კორ. I, XII, 11; XVI, 10; კორ. II, IV, 12; IX, 11; გალატ. III, 5; თესალ. I, II, 13; სკირნს. VII, 7
waurkjam - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - გალატ. VI, 10
waurkjand - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მარკ. VI, 14; კორ. I, XV, 29
waurkjais - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - ლუკ. XIV, 12; XIV, 13
waurkjaiþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - ლუკ. III, 8; იოან. VI, 27; კორ. I, XI, 24; XI, 25; კოლოს. III, 23
waurkjaima - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - იოან. VI, 28
waurkjada - 3 პირ., მხ. რ., მედიოპას., თხრობ. - კორ. II, IV, 17
waurhta - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. VI, 21; XIV, 6; გალატ. II, 8
waurhtedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - რომ. VII, 5
waurkjan - ინფ.- იოან. IX, 4; XVII, 4; კორ. I, IX, 6; თესალ. I, IV, 11; თესალ. II, III, 10
waurkei - 2 პირ., მხ. რ., ბრძანებ. - ტიმ. II, IV, 5
waurkjands - მიმღ. I- მათ. VII, 23; იოან. XVIII, 18; ეფეს. I, 11; I, 16; II, 2; II, 15; III, 20; IV, 28; თესალ. II, III, 8; III, 11; III, 12; სკირნს. VI, 4
პარადიგმა

4.2.1. (b) პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები

სუსტ ზმნათა ამ კლასის ზოგიერთი ზმნა (მაგ. brukjan „გამოყენება“, bugjan „ყიდვა“, þagkjan „ფიქრი“, þugkjan ʘ „თვლის“, „ფიქრობს“, „ჰგონია“; „ჩანს“; waurkjan „კეთება“; „მოქმედება“ და სხვ.), რომელთა ფუძეებიც მთავრდებოდა უკანასასისმიერ თანხმოვნებზე k, ŋ, g, პრეტერიტს/ნამყო დროს აწარმოებდა სუფიქსით -ta (თანაც ამ დროს ზმნის ფუძეში იკარგებოდა მოცემული კლასის მაჩვენებელი -j-); ამ უკანასასისმიერი თანხმოვნისა და -t თანხმოვნის კომბინაცია კი გადადიოდა -ht-ში: bugjan → bauhta, brūkjan → brūhta, waurkjan → waurhta. გარდა ამისა, ზმნებში þagkjan, þugkjan [-ŋkjan] ხდებოდა ცხვირისმიერი თანხმოვნის [-ŋ-] ამოვარდნა და ძირისეული ხმოვნის დაგრძელება, რაც ამ ზმნების პრეტერიტში გვაძლევდა ფორმებს þāhta და þūhta. ბერძნული ენიდან ნასესხები ზმნის kaupatjan „სილის გაწვნა/გარტყმა“ პრეტერიტია kaupasta [<*kaupat + -ta].

პრეტერიტის ასეთივე სტრუქტურა აქვს პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების პრეტერიტულ ფორმებს.

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ფიქრი þagkjan þāhta þāhtēdum þāhts
კეთება; მოქმედება waurkjan waurhta waurhtēdum waurhts

სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება