usbugjan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუსტი ზმნა (1)
მიმღეობა I: usbugjands
(ნამყ. usbauhta) ყიდვა (ყიდულობს), შეძენა
ეტიმოლოგია
[← us- პრეფ. + bugjan ზმნ.; ძვ. ინგლ. ábycȝan (თანამედრ. ინგლ. abye)]
კონკორდანსი
usbauhta - 1 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. XIV, 19
usbauhtedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. XXVII, 7; მარკ. XVI, 1
usbauhtedi - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., ოპტატ. - გალატ. IV, 5
usbugjands - მიმღ. I- მარკ. XV, 46; კოლოს. IV, 5
usbauhtiþs - მიმღ. II- კორ. I, VII, 23
პარადიგმა

4.2.1. (b) პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები

სუსტ ზმნათა ამ კლასის ზოგიერთი ზმნა (მაგ. brukjan „გამოყენება“, bugjan „ყიდვა“, þagkjan „ფიქრი“, þugkjan ʘ „თვლის“, „ფიქრობს“, „ჰგონია“; „ჩანს“; waurkjan „კეთება“; „მოქმედება“ და სხვ.), რომელთა ფუძეებიც მთავრდებოდა უკანასასისმიერ თანხმოვნებზე k, ŋ, g, პრეტერიტს/ნამყო დროს აწარმოებდა სუფიქსით -ta (თანაც ამ დროს ზმნის ფუძეში იკარგებოდა მოცემული კლასის მაჩვენებელი -j-); ამ უკანასასისმიერი თანხმოვნისა და -t თანხმოვნის კომბინაცია კი გადადიოდა -ht-ში: bugjan → bauhta, brūkjan → brūhta, waurkjan → waurhta. გარდა ამისა, ზმნებში þagkjan, þugkjan [-ŋkjan] ხდებოდა ცხვირისმიერი თანხმოვნის [-ŋ-] ამოვარდნა და ძირისეული ხმოვნის დაგრძელება, რაც ამ ზმნების პრეტერიტში გვაძლევდა ფორმებს þāhta და þūhta. ბერძნული ენიდან ნასესხები ზმნის kaupatjan „სილის გაწვნა/გარტყმა“ პრეტერიტია kaupasta [<*kaupat + -ta].

პრეტერიტის ასეთივე სტრუქტურა აქვს პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების პრეტერიტულ ფორმებს.

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ფიქრი þagkjan þāhta þāhtēdum þāhts
კეთება; მოქმედება waurkjan waurhta waurhtēdum waurhts

სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება