მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
პარმაღი, შენობის გადახურული შესასვლელი; ტაძრის ბჭე, კარიბჭე, პორტიკი
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *ubeswō, *ubezwō; ძვ. ინგლ. efes „ლავგარდანი, სახურავის კიდე“ (თანამედრ. ინგლ. eaves); ძვ. ფრიზ. ōse „ღარი“; ძვ. ზემ.-გერმ. obasa, opasa „სადარბაზო, ვესტიბიული“; ძვ. ისლ. ups „ლავგარდანი, სახურავის კიდე“]
კონკორდანსი
ubizwai - მიც., მხ. რ. - იოან. X, 23
პარადიგმა
1.1.2. (a)
არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | giba | gibōs |
ნათესაობითი | gibōs | gibō |
მიცემითი | gibai | gibōm |
ბრალდებითი | giba | gibōs |
[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.
იხილეთ არსებითი სახელის პარადიგმები