triggwa

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
აღთქმა; ერთგულება
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. tre(w)wō; ძვ. ინგლ. tréow „ერთგულება; ნდობა, რწმენა; აღთქმა“; ძვ. ფრიზ. triūwe, triōwe; ძვ. საქს. treuwa; ჰოლ. trouw „ერთგულება“; ძვ. ზემ.-გერმ. triuwa „ერთგულება“ (თანამედრ. გერმ. Treue)]
კონკორდანსი
triggwa - სახელ., მხ. რ. - რომ. XI, 27; კორ. I, XI, 25
triggwos - სახელ., ბრალდ., მრ. რ. - ლუკ. I, 72; რომ. IX, 4; კორ. II, III, 6; III, 14; გალატ. IV, 24
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.