sums

მეტყველების ნაწილი: განუსაზღვრელი ნაცვალსახელი
ვინმე, ვიღაც; რაიმე, რაღაც; ერთ-ერთი; ზოგი, ზოგიერთი (იბრუნვის როგორც ძლ. ზედს.)
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *sumaz; ძვ. ინგლ. sum (თანამედრ. ინგლ. some); ძვ. ფრიზ. sum; ძვ. საქს. sum; ძვ. ზემ.-გერმ. sum; ძვ. ისლ. sumr (თანამედრ. ისლ. sumur) ← ინდო-ევროპ. *sem-; შდრ. სანსკრ. samá- „მსგავსი; იგივე; ერთნაირი“; ავესტ. hama- „ყოველი“; ძვ. ბერძ. ἅμα „ერთად“; ლათ. semper „მუდამ“; ძვ. სლავ. самъ „თავად, თვითონ; იგივე, ერთი და იგივე“ (რუს. сам; самый)]
კონკორდანსი
sums - სახელ., მხ. რ., მამრ. - მარკ. XIV, 43; XIV, 47; XIV, 51; ლუკ. VII, 36; VIII, 27; VIII, 46; VIII, 49; IX, 8; IX, 19; IX, 57 და ა.შ.
sumis - ნათ., მხ. რ., მამრ. - ლუკ. VII, 2
sum - სახელ., ბრალდ., მხ. რ., საშ. - მარკ. IV, 4; IV, 7; IV, 8; ლუკ. VIII, 5; VIII, 7; რომ. IX, 21; კორ. II, II, 5
sumata - ბრალდ., მხ. რ., საშ. - რომ. XI, 25; კორ. II, I, 14
sumamma - მიც., მხ. რ., მამრ. - ლუკ. VII, 41; XV, 15; XX, 1
sumana - ბრალდ., მხ. რ., მამრ. - მარკ. IX, 38; XV, 21; ლუკ. IX, 49; XV, 26
sumai - მიც., მხ. რ., მდედრ.; სახელ., მრ. რ., მამრ. - მათ. IX, 3; XXVII, 47; მარკ. II, 6; VII, 1; VIII, 3; IX, 1; XI, 5; XI, 8; XII, 13; XIV, 57; XIV, 65 და ა.შ.
suma - სახელ., ბრალდ., მხ. რ., მდედრ. - მარკ. V, 25; ლუკ. XV, 8; XVII, 12; ტიმ. II, II, 20
sumaize - ნათ., მრ. რ., მამრ. - ტიმ. I, V, 24; ტიმ. II, II, 18
sumaim - მიც., მრ. რ., მამრ. - ლუკ. XVIII, 9; კორ. II, II, 16; ტიმ. I, I, 3
sumans - ბრალდ., მრ. რ., მამრ. - მარკ. VII, 2; XII, 5; რომ. XI, 14; კორ. I, IX, 22; კორ. II, X, 2; ეფეს. IV, 11; თესალ. II, III, 11
sumsuh = sums + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - კორ. I, VII, 7
sumuþ-þan = sum + -uh (იხ. -uh ნაწილ.) + þan (იხ. þan ზმნზ.) - რომ. IX, 21; ტიმ. II, II, 20
sumzuþ-þan = sums + -uh (იხ. -uh ნაწილ.) + þan (იხ. þan ზმნზ.) - კორ. I, XI, 21
sumammuh = sumamma + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - კორ. I, XII, 10
sumaih = sumai + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - მარკ. VIII, 28; იოან. VII, 12; VII, 41; VII, 44; IX, 9; IX, 16; X, 21; XII, 29
sumaimuþ-þan = sumaim + -uh (იხ. -uh ნაწილ.) + þan (იხ. þan ზმნზ.) - კორ. II, II, 16
sumaiþ-þan = sumaim + -uh (იხ. -uh ნაწილ.) + þan (იხ. þan ზმნზ.) - მათ. XXVI, 67; იოან. XI, 46; კორ. I, XV, 6
sumaiuþ-þan = sumai + -uh (იხ. -uh ნაწილ.) + þan (იხ. þan ზმნზ.) - ლუკ. IX, 8
sumaizeh = sumaize + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - ტიმ. I, V, 24
sumansuþ-þan = sumans + -uh (იხ. -uh ნაწილ.) + þan (იხ. þan ზმნზ.) - ეფეს. IV, 11
sumanzuh = sumans + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - მარკ. XII, 5
sumanzuþ-þan = sumans + -uh (იხ. -uh ნაწილ.) + þan (იხ. þan ზმნზ.) - ეფეს. IV, 11
sumanuh = suman + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - სკირნს. VI, 6
პარადიგმა

3.4. განუსაზღვრელი ნაცვალსახელები

განუსაზღვრელი ნაცვალსახელის ფუნქციით გოთურში სხვადასხვა ლექსიკური ერთეულები იხმარებოდა:

(ა) ნაცვალსახელებს ƕas, ƕa, ƕo კითხვითი ნაცვალსახელის ფუნქციის გარდა შეეძლო განუსაზღვრელი ნაცვალსახელის ფუნქციაც შეესრულებინა და იხმარებოდა მნიშვნელობით „ვინმე, ვიღაც“; „რაიმე, რაღაც“ (განსაკ. კავშირის jabai „თუ“ შემდეგ).

(ბ) მნიშვნელობით „ვინმე“; „რაღაც“ იხმარებოდა აგრ. sums (მამრ. სქესი); sum, sumata (საშ. სქესი). suma (მდედრ. სქესი), რომელიც ძლიერი ზედსართავივით იბრუნვოდა.

(გ) ნაცვალსახელის ƕas კომბინირებით ნაწილაკთან -uh იწარმოებოდა განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „ყოველი“ : ƕazuh (მამრ. სქესი); ƕazuh (საშ. სქესი); ƕoh (მდედრ. სქესი).

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ƕazuh ƕah ƕo
ნათესაობითი ƕizuh ƕizuh -
მიცემითი ƕammeh ƕammeh -
ბრალდებითი ƕanoh ƕah ƕoh

მოქმედებითი ბრუნვის ფორმას ƕeh აქვს მნიშვნელობა „მხოლოდ“. მრავლობით რიცხვში დადასტურებულია მხოლოდ მამრ. სქესის ბრალდ. ბრუნვის ფორმა ƕanzuh.

(დ) მნიშვნელობა „ყოველი; თითოეული“ გადმოიცემოდა აგრ. ნაცვალსახელის ƕarjis კომბინირებით ნაწილაკთან -uh. იხმარებოდა მარტო მხოლობითი რიცხვის ფორმები; მდედრობით სქესში კი შემორჩენილია მხოლოდ ბრალდ. ბრუნვის ფორმა.

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ƕarjizuh ƕarjatoh -
ნათესაობითი ƕarjizuh ƕarjizuh -
მიცემითი ƕarjammeh ƕarjammeh -
ბრალდებითი ƕarjanoh ƕarjatoh ƕarjoh

(ე) მსგავსივე მნიშვნელობით იხმარება ნაცვალსახელთა სხვადასხვაგვარი შესიტყვებანი: ƕazuh-saei, sa-ƕazuh saei „ყოველი“; „თითოეული“. saei-ს ნაცვლად შეიძლება შეგვხვდეს izei.

(ვ) გოთურში განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „არავინ“ გადმოიცემა სხვადასხვა შესიტყვებათა მეშვეობით: ni mannahun, ni ƕashun, ni ainshun. განუსაზღვრელი ნაცვალსახელი ni ƕashun დადასტურებულია მხოლოდ მამრ. სქესის მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის ფორმით. შესიტყვებაში ni mannahun იბრუნვის მხოლოდ manna-; მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის გარდა დადასტურებულია ნათ. ბრუნვა ni manshun, მიც. ბრუნვა ni mannhun და ბრალდ. ბრუნვა ni mannanhun. შესიტყვებაში ni ainshun იბრუნვის მხოლოდ ელემენტი ains-.

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ainshun ainhun ainohun
ნათესაობითი ainishun ainishun -
მიცემითი ainummehun ainummehun ainaihun
ბრალდებითი ainohun ainhun ainohun