slahan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (6)
მიმღეობა I: slahands
დარტყმა (დაარტყამს); ცემა
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *slahan; რუნ. სკანდ. slaginaR მიმღ. II „მოკლული“; ძვ. ინგლ. sléan „დარტყმა; ცემა; მოკვლა“ (თანამედრ. ინგლ. slay); ძვ. ფრიზ. slā „მოკვლა; დარტყმა; დაზიანება“; ძვ. საქს. slahan „დარტყმა; ცემა; მოკვლა“; ჰოლ. slaan „დარტყმა“; ძვ. ზემ.-გერმ. slahan „დარტყმა; მოკვლა“ (თანამედრ. გერმ. schlagen); ისლ. slá „დარტყმა; მოკვლა“ ← ინდო-ევროპ. *slak-; შდრ. საშ. ირლ. slachta (ზმნ. „დარტყმის“ მიმღ. II); slacc „ხმალი“]
კონკორდანსი
slahis - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - იოან. XVIII, 23
slahiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - კორ. II, XI, 20 sloh - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. XIV, 47; ლუკ. XVIII, 13; იოან. XVIII, 10
slohun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. XXVI, 67; მარკ. XIV, 65; XV, 19
slahands - მიმღ. I- მათ. XXVI, 68; კორ. I, VIII, 12
პარადიგმა

4.1.2. (a)

VI რიგი ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ნორმალური საფეხური დაგრძელების საფეხური დაგრძელების საფეხური ნორმალური საფეხური
-ă- -ō- -ō- -ă-
სვლა, სიარული; მოგზაურობა faran fōr fōrum farans
დარტყმა slahan slōh slōhum slahans

ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება