paúrpura

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
პორფირი, ძოწეული (მეწამული ფერის ძვირფასი სამეფო წამოსასხამი)
ეტიმოლოგია
[← ლათ. purpura ← ძვ. ბერძ. πορφύρα „მეწამული ფერი, მეწამული ფერის საღებავი“; შდრ. ძვ. ინგლ. purpura, purpura (თანამედრ. ინგლ. purpure არქ.); ჰოლ. purper; ძვ. ზემ.-გერმ. purpura (თანამედრ. გერმ. Purpur); ისლ. purpuri]
კონკორდანსი
paurpaurai, paurpurai - მიც., მხ. რ. - მარკ. XV, 17; XV, 20; ლუკ. XVI, 19
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.