meinis - ნათ., მხ. რ., მამრ., საშ. - მათ. VII, 21; X, 32; X, 33; ლუკ. I, 43; II, 49; XIV, 24; XV, 17; XIX, 8; იოან. X, 25; X, 29 და ა.შ.
meinamma - მიც., მხ. რ., მამრ., საშ. - მათ. VIII, 9; მარკ. IX, 37; IX, 39; IX, 41; XII, 36; XVI, 17; ლუკ. I, 47; IV, 7; VII, 8; IX, 38 და ა.შ.
meinana - ბრალდ., მხ. რ., მამრ. - მათ. VIII, 21; XI, 10; მარკ. I, 2; IX, 17; XII, 6; ლუკ. VII, 27; IX, 59; XX, 13; იოან. VI, 38 და ა.შ.
mein - სახელ., ბრალდ., მხ. რ., საშ. - მათ. VIII, 8; მარკ. V, 9; X, 40; XI, 17; XIV, 8; ლუკ. I, 25; VII, 6; XV, 6; XV, 31; XIX, 23; იოან. VI, 51 და ა.შ.
meinata - სახელ., ბრალდ., მხ. რ., საშ. - ლუკ. VII, 46; იოან. VI, 55; VII, 8; VII, 46; კორ. I, IX,
meina - სახელ., ბრალდ., მხ. რ., მდედრ.; სახელ., ბრალდ., მრ. რ., საშ. - მათ. VII, 24; VII, 26; IX, 18; მარკ. III, 33; III, 34; V, 23; VI, 23; ლუკ. I, 18; I, 46; II, 30; VI, 47; VIII, 21
meinaizos - ნათ., მხ. რ., მდედრ. - მარკ. IX, 24; იოან. X, 16; XVIII, 37; კორ. I, IX, 2; კორ. II, XI, 1; XI, 30; ფილიპ. II, 25; კოლოს. IV, 19; ტიმ. II, IV, 6
meinai - მიც., მხ. რ., მდედრ.; სახელ., მრ. რ., მამრ. - მარკ. III, 33; III, 34; X, 20; X, 40; XII, 36; ლუკ. I, 44; VIII, 21; XVIII, 21; XX, 42; იოან. VIII, 31; X, 27 და ა.შ.
meinaize - ნათ., მრ. რ., მამრ. - მათ. XXV, 40; მარკ. VIII, 38; ლუკ. IX, 26; იოან. X, 26
meinaizo - ნათ., მრ. რ., მდედრ. - ტიმ. II, I, 6; I, 16
meinaim - მიც., მრ. რ. - მარკ. XIV, 14; ლუკ. I, 20; I, 44; XV, 29; იოან. V, 47; XII, 47; რომ. VII, 23 და ა.შ.
meinans - ბრალდ., მრ. რ., მამრ. - ლუკ. VII, 44; VII, 45; VII, 46; XIX, 27; რომ. IX, 3
meinos - სახელ., ბრალდ., მრ. რ., მდედრ. - იოან. XIV, 15; XIV, 21; XV, 10; რომ. X, 21; კორ. I, XIII, 3; კორ. II, XI, 9; ფილიმ. I, 12; I, 20
3.5. კუთვნილებითი ნაცვალსახელები
კუთვნილებითი ნაცვალსახელები, ფაქტობრივად, წარმოადგენს ზედსართავებს, რომლებიც წარმოებულია პროტოგერმანიკული სუფიქსით *-īna- (გოთური -ein-) მხ. რ.-ში და სუფიქსით *era- (გოთური -ar-) მრ. რ.-ში. შდრ.: meins „ჩემი“, þeins „შენი“, seins „თავისი“, „მისი“; unsar „ჩვენი“, izwar „თქვენი“; დადასტურებულია აგრ. ორობითი რიცხვის ფუძიდან ნაწარმოები კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფორმა igqarai „თქვენსას“, „თქვენ ორისას“ (მხ. რ.-ის მიც. ბრუნვა).
კუთვნილებითი ნაცვალსახელები იბრუნვის ისევე, როგორც ძლიერი ზედსართავები. მაგ. სახელ. ბრუნვაში: მამრ. სქესის ფორმა meins, საშ. სქესისა mein ან meinata, მდედრ. სქესისა meina. საშუალი სქესის კუთვნილებით ნაცვალსახელებს unsar და izwar სახელ. და ბრალდ. ბრუნვებში მხოლოდ მოკლე ფორმა აქვთ (ანუ არ ერთვით საშ. სქესის მხ. რ.-ის დაბოლოება -ata).