მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
საზღვარი, ზღვარი; ზღვის ნაპირი
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *markō; ძვ. ინგლ. mearc „საზღვარი, ზღვარი“ (თანამედრ. ინგლ. mark); ძვ. ფრიზ. merke „საზღვარი“; ძვ. საქს. marka „საზღვარი; რეგიონი, მხარე“; ძვ. ზემ.-გერმ. marka „საზღვარი, სასაზღვრო ზოლი“ (თანამედრ. გერმ. Mark); ძვ. ისლ. mǫrk „ტყე“ (თანამედრ. ისლ. mörk) ← ინდო-ევროპ. *morġ-; ავესტ. marəza- „საზღვარი“; ლათ. margō „საზღვარი; კიდე“; ძვ. ირლ. mruig „ტერიტორია, მხარე, რეგიონი“]
კონკორდანსი
markom - მიც., მრ. რ. - მარკ. VII, 31; X, 1
markos - ბრალდ., მრ. რ. - მათ. VIII, 34; მარკ. V, 17; VII, 24
markos - ბრალდ., მრ. რ. - მათ. VIII, 34; მარკ. V, 17; VII, 24
პარადიგმა
1.1.2. (a)
არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი) |
||
მხოლობითი | მრავლობითი | |
სახელობითი | giba | gibōs |
ნათესაობითი | gibōs | gibō |
მიცემითი | gibai | gibōm |
ბრალდებითი | giba | gibōs |
[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.
იხილეთ არსებითი სახელის პარადიგმები