magt - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. V, 36; VIII, 2; მარკ. I, 40; ლუკ. V, 12; VI, 42; XVI, 2; იოან. XIII, 36; კორ. I, VII, 21
magum - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - იოან. XIV, 5; კორ. II, XIII, 8; თესალ. I, III, 9; ტიმ. I, VI, 7
maguþ, magud - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. VI, 24; მარკ. XIV, 27; ლუკ. V, 34; XVI, 13; იოან. VII, 34; VII, 36; VIII, 21; VIII, 22; VIII, 43; XIII, 33 და ა.შ.
magun - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. IX, 15; მარკ. II, 19; IV, 32; ლუკ. XX, 36; რომ. VIII, 8; კორ. I, XV, 50
magjau - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - მათ. IX, 28
mageis - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - მარკ. IX, 22; IX, 23
magi - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - მარკ. VII, 15; IX, 39; რომ. VIII, 39; XII, 18
mageima - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - კორ. II, I, 4
mageiþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - ეფეს. III, 4; III, 18; VI, 11
magu - 1 პირ., ორობ., აწმყ., თხრობ. - მარკ. X, 39
magutsu (იხ. -u ნაწილ.) - 2 პირ., ორობ., აწმყ., თხრობ. - მარკ. X, 38
mahta - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. VIII, 28; მარკ. I, 45; V, 3; V, 4; VI, 15; VI, 19; VII, 24; ლუკ. I, 22 და ა.შ.
mahtedum - 1 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. IX, 28; ლუკ. IX, 43
mahtedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. III, 20; IV, 33; IX, 19; ლუკ. VIII, 19; IX, 40; XX, 36; იოან. XII, 39
mahtedi - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., ოპტატ. - ლუკ. XIV, 29; იოან. IX, 33; სკირნს. I, 4; V, 5
mahtedeina - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., ოპტატ. - კორ. II, III, 7
magands - მიმღ. I- მათ. X, 28; მარკ. II, 4; ლუკ. I, 20
mahts - მიმღ. II- მარკ. XIV, 5; იოან. X, 35; სკირნს. II, 10; II, 4; IV, 7
4.5. პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები
პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები ეწოდება ზმნათა მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებშიც აწმყო დროის / პრეზენსის ფორმები წარმოებულია ძლიერ ზმნათა პრეტერიტის ტიპის მიხედვით, ხოლო ნამყო დროის / პრეტერიტისა და მიმღეობა II-ის ფორმები სუსტის ზმნების ტიპის მიხედვით, დენტალური სუფიქსით იწარმოება.
[იხილეთ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლების პარადიგმა]
ასე მაგალითად, ზმნის witan (ცოდნა) შემთხვევაში თხრობითი კილოს მხოლობითი რიცხვის პირიანი ფორმების ფუძეა wait (ვიცი; იცის). თხრობითი კილოს მრავლობითი რიცხვის პირიანი ფორმების ფუძეა wit-. შდრ. witum (ვიცით); witun (იციან).
ძლიერ ზმნათა პრეტერიტთან პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნებს ფუძის ხმოვნის ვოკალიზაციის გარდა საერთო აქვს აგრეთვე პირის ნიშნების დაბოლოებათა სისტემა (შდრ. მაგ. þu kannt შენ იცი და þu namt შენ აიღე).
პრეტერიტისა და მიმღეობა II-ის ფორმები, როგორც ითქვა, ამ ზმნებში იწარმოება სუსტი ზმნების ტიპის მიხედვით, დენტალური სუფიქსით, რომელსაც ჩვეულ. აქვს ფორმა -þa-, -ta-.
ზოგიერთი პრეტერიტო-პრეზენსული ზმნებისგან მხოლოდ ერთეული ფორმებია შემორჩენილი და მათი ფორმათწარმოების სრული პარადიგმების რეკონსტრუირება მხოლოდ თეორიულ დონეზეა შესაძლებელი.
აწმყო დროში ფუძის ხმოვნის მონაცვლეობის კანონზომიერებათა მიხედვით, პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები იყოფა I, II, III, IV და VI კლასად (V კლასის ძლიერ ზმნათა შესატყვისი პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები შემორჩენილი არ არის) ძლიერ ზმნათა აბლაუტის კლასების შესაბამისად:
I კლასი (i / a + i)
(ა) აწმყ. დრ. მხ. რ. wait (ვიცი; იცის); აწმყ. დრ. მრ. რ. witun (იციან); ნამყ. დრ. მხ. რ. wissa (ვიცოდი; იცოდა) (-ssa < *-t + *-ta); ნამყ. დრ. მრ. რ. wissedun (იცოდნენ); მიმღ. II დადასტურებული არ არის.
(ბ) lais (ვიცი); დადასტურებულია მხოლოდ ეს ფორმა.
II კლასი (i / a + u)
აწმყ. მხ. რ. daug (სასარგებლოა; ვარგა) დადასტურებულია მხოლოდ ეს ფორმა.
III კლასი (i / a + სონორი + ნებისმიერი თანხმოვანი)
(ა) აწმყ. დრ. მხ. რ. kann (ვიცი; იცის) აწმყ. დრ. მრ. რ. kunnun (იციან); ნამყ. დრ. მხ. რ. kunþa (ვიცოდი; იცოდა); ნამყ. დრ. მრ. რ. kunþedun (იცოდნენ); მიმღ. II kunþs.
(ბ) 1-ლი პირის აწმყ. დრ. მხ. რ. þarf (ვსაჭიროებ, მჭირდება) (მე-3 პირის მხ. რ. მნიშვნელობით ესაჭიროება, სჭირდება დადასტურებული არ არის); მე-3 პირის აწმყ. დრ. მრ. რ. þaurbun (საჭიროებენ, სჭირდებათ); ნამყ. დრ. მხ. რ. þaurfta (საჭიროებდა, სჭირდებოდა); მრ. რ.-ის ნამყ. დრ.-ის ფორმა დადასტურებული არ არის; მიმღ. II þaurfts.
(გ) აწმყ. დრ. მხ. რ. (ga)dars (ვბედავ; ბედავს); 1-ლი პირის აწმყ. დრ. მრ. რ. (ga)daursum (ვბედავთ) (მრ. რ.-ის მე-3 პირის ფორმა დადასტურებული არ არის); მე-3 პირის ნამყ. დრ. მხ. რ. (ga)daursta (გაბედა); ნამყ. დრ. მრ. რ. (ga)daurstedun (გაბედეს); მიმღ. II დადასტურებული არ არის.
IV კლასი (i / a + ნებისმიერი სონორი)
(ა) 1-ლი პირის აწმყ. დრ. მხ. რ. man (ვფიქრობ; მიმაჩნია, მგონია); მე-2 პირის აწმყ. დრ. მრ. რ. (ga)munuþ (გახსოვთ); აწმყ. დრ. მხ. რ. 1-ლი პირი munda (ვიფიქრე; მივიჩნიე); მე-3 პირი (ga)munda (გაიხსენა, გაახსენდა); მე-3 პირის ნამყ. დრ. მრ. რ. mundedun (ფიქრობდნენ, ეგონათ); მიმღ. II munds.
(ბ) აწმყ. დრ. მხ. რ. skal (ვალდებული ვარ, მმართებს; ვალდებულია, მართებს); აწმყ. დრ. მრ. რ. skulun (ვალდებულნი არიან, მართებთ); მე-3 პირის ნამყ. დრ. მხ. რ. skulda (ვალდებული იყო, მართებდა, ემართა); მიმღ. II skulds.
(გ) (უპირო ზმნა) (gi)nah (საკმარისია); (bi)nah (ნებადართულია; საჭიროა); მიმღ. II (bi)nauht.
V კლასი (i / a + ნებისმიერი თანხმოვანი გარდა სონორისა)
ამ ტიპის პრეტერიტო-პრეზენსული ზმნები გოთურში არ დასტურდება
VI კლასი (ă / ō რაოდენობრივი აბლაუტი [< ინდო-ევროპ. ŏ – ō – ō – ŏ])
(ა) 1-ლი პირის აწმყ. დრ. მხ. რ. og (მეშინია) (მხ. რ. მე-3 პირის მნიშვნელობით დადასტურებული არ არის); მე-2 პირის აწმყ. დრ. მრ. რ. ogeiþ (გეშინიათ); ნამყ. დრ. მხ. რ. ohta (მეშინოდა; ეშინოდა); ნამყ. დრ. მრ. რ. ohtedun (ეშინოდათ).
(ბ) აწმყ. დრ. მხ. რ. (ga)mot (ადგილი ჰყოფნის, ეტევა); მრ. რ. დადასტურებულია მარტოოდენ 1-ლი პირის ოპტატივის ფორმით: (ga)moteima (დავეტიოთ); ნამყო დროში დადასტურებულია მხოლოდ მე-3 პირის მრ. რ.-ის ფორმა (ga)mostedun (ადგილი ეყოთ, დაეტივნენ).
ატიპიური პრეტერიტო პრეზენსული ზმნები
ორი პრეტერიტო-პრეზენსული ზმნა mag (შემიძლია) და áih (მაქვს; მყავს; ვფლობ) არ მიჰყვება ძლიერ ზმნათა ექვსი კლასის ხმოვანთმონაცვლეობის კანონზომიერებებს:
(ა) ზმნის mag ფორმებს არა აქვთ ფუძის ხმოვნის მონაცვლეობა და -a- მოცემული ზმნის ფუძის ყველა ვარიანტში გვხვდება: აწმყ. დრ. მხ. რ. mag (შემიძლია; შეუძლია); აწმყ. დრ. მრ. რ. magun (შეუძლიათ); ნამყ. დრ. მხ. რ. mahta (შეეძლო) (მნიშვნელობით შემეძლო დადასტურებული არ არის); ნამყ. დრ. მრ. რ. mahtedun (შეეძლოთ); მიმღ. II mahts.
(ბ) ზმნის áih ფორმებს აგრეთვე არ გააჩნია ფუძის ხმოვნის მონაცვლეობა: აწმყ. დრ. მხ. რ. áih (მაქვს; მყავს) aigum აგრ. áihum (გვაქვს; გვყავს); ოპტატივის ფუძე წარმოდგენილია ფორმით aigi (ჰქონდეს; ჰყავდეს); ნამყ. დრ. მხ. რ. áihta (ჰქონდა; ჰყავდა); მრ. რ. áihtedun (ჰქონდათ; ჰყავდათ); ნამყ. დრ.-ის ოპტატივის ფუძე წარმოდგენილია ფორმით áihtedeis (გექნებოდა).
პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების ძირითადი ფორმები
III კლასის პრეტ.-პრეზ. ზმნ. |
ინფინიტივი | აწმყო მხ. რ. | აწმყო მრ. რ. | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ცოდნა | kunnan | kann | kunnun | kunþa | kunþedun | kunþs |
[იხილეთ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლების სრული პარადიგმა]
ატიპიური პრეტ.-პრეზ. ზმნ. |
ინფინიტივი | აწმყო მხ. რ. | აწმყო მრ. რ. | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ქონა; ყოლა | aigan | áih | áigun | áihta | áihtedun | áihts |
[იხილეთ პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლების სრული პარადიგმა]
4.5.1. პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების უღლება
აწმყო დრო
მოქმედებითი გვარი
kunnan (ცოდნა) (III კლასის პრეტერიტო-პრეზენსული ზმნა) |
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kann | kunnjau | ||
მე-2 პირი | kannt | kunneis | ||
მე-3 პირი | kann | kunni | ||
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kunnum | kunneima | ||
მე-2 პირი | kunnuþ | kunneiþ | ||
მე-3 პირი | kunnun | kunneina |
შენიშვნა: ორობითი რიცხვის რეკონსტრუირებული ფორმები, ისევე როგორც ბრძანებითი კილოსა და მედიოპასივის ფორმები, რომლებიც გოთურ პრეტერიტო-პრეზენსულ ზმნებს არ უდასტურდებათ, აქ მოყვანილი არ არის.
მიმღეობა I | ||||
kunnands |
[იხილეთ მიმღეობა I-ის ბრუნების პარადიგმა]
პრეტერიტი, ნამყო დრო
თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
მხოლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kunþa | kunþēdjau | ||
მე-2 პირი | kunþēs | kunþēdeis | ||
მე-3 პირი | kunþa | kunþēdi | ||
მრავლობითი რიცხვი | ||||
1-ლი პირი | kunþēdum | kunþēdeima | ||
მე-2 პირი | kunþēduþ | kunþēdeiþ | ||
მე-3 პირი | kunþēdun | kunþēdeina |
მიმღეობა II | ||||
kunþs |
[იბრუნვის ზედსართავების ანალოგიურად]