მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუსტი ზმნა (1)
სილის გაწვნა (გააწნავს) / გარტყმა; ხელის, მუშტის დარტყმა, ცემა
ეტიმოლოგია
[სავარაუდოდ ← ძვ. ბერძ. κολαφίζειν „ხელის, მუშტის დარტყმა“]
კონკორდანსი
kaupastedi - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., ოპტატ. - კორ. II, XII, 7
kaupastedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. XXVI, 67
kaupatjan - ინფ. - მარკ. XIV, 65
kaupatiþs - მიმღ. II - კორ. I, IV, 11
kaupastedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. XXVI, 67
kaupatjan - ინფ. - მარკ. XIV, 65
kaupatiþs - მიმღ. II - კორ. I, IV, 11
პარადიგმა
4.2.1. (b) პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები
სუსტ ზმნათა ამ კლასის ზოგიერთი ზმნა (მაგ. brukjan „გამოყენება“, bugjan „ყიდვა“, þagkjan „ფიქრი“, þugkjan ʘ „თვლის“, „ფიქრობს“, „ჰგონია“; „ჩანს“; waurkjan „კეთება“; „მოქმედება“ და სხვ.), რომელთა ფუძეებიც მთავრდებოდა უკანასასისმიერ თანხმოვნებზე k, ŋ, g, პრეტერიტს/ნამყო დროს აწარმოებდა სუფიქსით -ta (თანაც ამ დროს ზმნის ფუძეში იკარგებოდა მოცემული კლასის მაჩვენებელი -j-); ამ უკანასასისმიერი თანხმოვნისა და -t თანხმოვნის კომბინაცია კი გადადიოდა -ht-ში: bugjan → bauhta, brūkjan → brūhta, waurkjan → waurhta. გარდა ამისა, ზმნებში þagkjan, þugkjan [-ŋkjan] ხდებოდა ცხვირისმიერი თანხმოვნის [-ŋ-] ამოვარდნა და ძირისეული ხმოვნის დაგრძელება, რაც ამ ზმნების პრეტერიტში გვაძლევდა ფორმებს þāhta და þūhta. ბერძნული ენიდან ნასესხები ზმნის kaupatjan „სილის გაწვნა/გარტყმა“ პრეტერიტია kaupasta [<*kaupat + -ta].
პრეტერიტის ასეთივე სტრუქტურა აქვს პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების პრეტერიტულ ფორმებს.
I კლასი არაწესიერი |
ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ფიქრი | þagkjan | þāhta | þāhtēdum | þāhts |
კეთება; მოქმედება | waurkjan | waurhta | waurhtēdum | waurhts |
სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება
იხილეთ ზმნის პარადიგმები