kara

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
დარდი, წუხილი; ზრუნვა; საზრუნავი
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *karō; ძვ. ინგლ. cearu, caru (თანამედრ. ინგლ. care); ძვ. საქს. kara „ტირილი, გოდება; მწუხარება, დარდი“; ძვ. ზემ.-გერმ. kara „მწუხარება; სინანული“; ძვ. ისლ. kǫr „საწოლი, ავადმყოფის სარეცელი (თანამედრ. ისლ. kör) ← ინდო-ევროპ. *ġar-, *ġer- „ყვირილი“; შდრ. ძვ. ირლ. gairid „ყვირილი, ძახილი“]
კონკორდანსი
kara - სახელ., ბრალდ., მხ. რ. - მათ. XXVII, 4; მარკ. IV, 38; XII, 14; იოან. XII, 6
kar-ist = kara + ist „არის“ - იოან. X, 13
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.