halja

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
ჯოჯოხეთი
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *haljō; ძვ. ინგლ. hell (თანამედრ. ინგლ. hell); ძვ. ფრიზ. helle, hille; ძვ. საქს. hell, hellia; ჰოლ. hel; ძვ. ზემ.-გერმ. hella (თანამედრ. გერმ. Hölle); ისლ. hel „საიქიო“ (აგრ. Hel ჰელი, საიქიოს ქალღმერთი წარმართულ სკანდ. მითოლოგიაში)]
კონკორდანსი
halja - ბრალდ., წოდ., მხ. რ. - მათ. XI, 23; ლუკ. X, 15; კორ. I, XV, 55
haljai - მიც., მხ. რ. - ლუკ. XVI, 23
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.