haírda

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
ჯოგი, ფარა (ცხოველებისა)
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *herdō; ძვ. ინგლ. heord (თანამედრ. ინგლ. herd); ძვ. საქს. herda; ძვ. ზემ.-გერმ. herta (თანამედრ. გერმ. Herde); ძვ. ისლ. hjǫrð (თანამედრ. ისლ. hjörð) ← ინდო-ევროპ. *kerdh- „რიგი; ჯგუფი; ჯოგი“; სანსკრ. śárdhah „ჯოგი; ადამიანთა ჯგუფი“; ავესტ. sаrǝδа- „სახეობა; ჯიში“; ლიტვ. ker̃džius „მწყემსი“; ძვ. სლავ. чрѣда „ჯოგი“ (რუს. череда „რიგი, მწკვრივი“)]
კონკორდანსი
hairda - სახელ., ბრალდ., მხ. რ. - მათ. VIII, 30; VIII, 31; VIII, 32; მარკ. V, 11; V, 13; ლუკ. VIII, 32
hairdai - მიც., მხ. რ. - ლუკ. II, 8
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.