gaggan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუპლეტიური ზმნა
მიმღეობა I: gaggands
(ნამყ. iddja, აგრ. gaggida) 1) სვლა (მიდის), სიარული; 2) წასვლა (წავა); მისვლა
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *gangan; ძვ. ინგლ. ȝanȝan, ȝonȝan (თანამედრ. ინგლ. gang არქ.); ძვ. ფრიზ. ganga, gunga; ძვ. საქს. gangan; ძვ. ზემ.-გერმ. gangan; ისლ. ganga; შდრ. აგრ. პროტო-გერმანიკ. *gēnan; ძვ. ინგლ. ȝan (თანამედრ. ინგლ. go); ძვ. ფრიზ. gān; ძვ. საქს. gān; ჰოლ. gaan; ძვ. ზემ.-გერმ. gān, gēn (თანამედრ. გერმ. gehen)]
კონკორდანსი
gagga - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - ლუკ. XIV, 19; XV, 18; იოან. VII, 33; VIII, 21, VIII, 22; XIII, 33; XIII, 36; XIV, 2; XIV, 3; XIV, 4 და ა.შ.
gaggis - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. VIII, 19; ლუკ. IX, 57; იოან. XI, 8; XIII, 36; XIV, 5; XVI, 5; რომ. XIV, 5
gaggid, gaggiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ.; 2 პირ., მრ. რ., ბრძანებ. - მათ. VIII, 9; VIII, 32; XXV, 41; XXVII, 65; მარკ. XVI, 7; ლუკ. III, 16; VIII, 49; X, 3; XIV, 17 და ა.შ.
gaggais - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - მათ. V, 41; მარკ. VIII, 26
gaggai - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - ლუკ. XIV, 27; იოან. VII, 37; კორ. I, VII, 17
gaggam - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ.; 1 პირ., მრ. რ., ბრძანებ. - მარკ. I, 38; XIV, 42; იოან. XI, 7; XI, 11; XI, 15; XI, 16; XIV, 31; კორ. II, V, 7; გალატ. V, 25
gaggand - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. XI, 5; მარკ. VII, 5; ლუკ. VII, 22; გალატ. II, 14; ეფეს. IV, 17; ფილიპ. III, 18; ტიმ. II, II, 16; სკირნს. IV, 2
gaggaima - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - რომ. XIII, 13; ეფეს. II, 10
gaggaiþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - მათ. IX, 13; მარკ. VI, 10; ლუკ. IX, 4; X, 8; ეფეს. IV, 17; V, 2; V, 8; გალატ. V, 16; კოლოს. I, 10; IV, 5; თესალ. I, IV, 1; IV, 12
gaggands - მიმღ. I- მათ. XI, 4; XXVII, 66; მარკ. III, 6; VIII, 24; X, 32; XVI, 10; XVI, 12; XVI, 15; ლუკ. I, 6 და ა.შ.
gaggats - 2 პირ., ორობ., ბრძანებ. - მარკ. XI, 2; XIV, 13; ლუკ. XIX, 30
gaggida - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. XIX, 12
iddja - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ.- მათ. IX, 9; IX, 19; მარკ. II, 14; V, 42; VI, 56; ლუკ. I, 39; II, 51; IV, 30; V, 28; VII, 11 და ა.შ.
iddjedum - 1 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - კორ. II, XII, 18
iddjedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. I, 45; II, 13; II, 15; V, 24; IX, 30; XI, 15; XI, 27; ლუკ. II, 3; IX, 56 და ა.შ.
iddjeduþ - 2 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - ეფეს. II, 2; კოლოს. III, 7
iddjuh = iddja + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - ლუკ. VII, 6; იოან. XVIII, 3
iddjedunuh = iddjedun + -uh (იხ. -uh ნაწილ.) - იოან. VI, 17; XI, 31
gaggan - ინფ.- მარკ. X, 14; ლუკ. VI, 1; VIII, 41; IX, 23; IX, 51; X, 1; XVIII, 16; XX, 46; იოან. VII, 1 და ა.შ.
gagg - 2 პირ., მხ. რ., ბრძანებ. - მათ. V, 24; VI, 6; VIII, 4; VIII, 9; VIII, 13; IX, 5; IX, 6; მარკ. I, 44; II, 9; II, 11; II, 14 და ა.შ.
პარადიგმა

4.6. არაწესიერი ზმნები გოთურში

არაწესიერ ზმნათა ჯგუფი გოთურში წარმოდგენილია რამდენიმე ზმნით, რომლებიც უღლების სხვადასხვა თავისებურებებს ავლენენ:

4.6.1.

briggan (მოტანა).

აწმყო დროის ფუძის სტრუქტურის მიხედვით ძლიერ ზმნათა III. კლასს განეკუთვნება. ნამყო დრო იწარმოება ფუძის ხმოვნის ცვლილებითა და დენტალური სუფიქსით, რომელიც წარმოდგენილია ვარიანტით -ta: brāhta (< *braŋxta) (მოიტანა), brāhtedun (მოიტანეს).

4.6.2.

gaggan (სვლა, სიარული).

აწმყო დროის ფუძის სტრუქტურისა და მიმღეობა II-ის ფორმის მიხედვით ეს ზმნა რედუპლიკაციურ ზმნათა კლასს განეკუთვნება (ისტორიულად რედუპლიკაციურ ზმნებად ითვლება აგრ. მე-3 კლასის სუსტი ზმნები bauan, trauan) [იხ. აგრ. 4.1.3 (c)]); პრეტერიტში ერთგან (ლუკ. 19:12) გვხვდება სუსტი ფორმა gaggida (წავიდა); ჩვეულ. კი იხმარება სხვა ზმნური ფუძე: iddja (წავიდა), iddjedun (წავიდნენ). ამდენად, გრამატიკული დროის ფორმათა წარმოების ტიპის მიხედვით, gaggan სუპლეტიური ზმნაა.

4.6.3.

wisan (ყოფნა)

სუპლეტიური ზმნაა. ფუძისგან *es- იწარმოება მხოლოდ აწმყო დროის პირიანი ფორმები, ყველა დანარჩენი ფორმა იწარმოება ფუძისგან *wes-, გოთ. wis-, V კლასის ძლიერ ზმნათა მსგავსად: ინფ. wisan, ნამყ. დრ. მხ. რ. was, ნამყ. დრ. მრ. რ. wesum.

აწმყ. დრ.-ში ფუძე *es- წარმოდგენილია აბლაუტის სრული და ნულოვანი საფეხურით. უღლების ტიპი ათემატურია.

ბრძანებითი კილოს ნაცვლად ოპტატივის ფორმები იხმარება.

აწმყო დრო

wisan (ყოფნა)
(არაწესიერი სუპლეტიური ზმნა)

თხრობითი კილო ოპტატივი
(ნატვრითი/კავშირებითი კილო)
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი im sijau
მე-2 პირი is sijais
მე-3 პირი ist sijai
ორობითი რიცხვი
1-ლი პირი siju
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი sijum sijaima
მე-2 პირი sijuþ sijaiþ
მე-3 პირი sind sijaina

მიმღეობა I
wisands

[იხილეთ მიმღეობა I-ის ბრუნების პარადიგმა]

პრეტერიტი, ნამყო დრო

თხრობითი კილო ოპტატივი
(ნატვრითი/კავშირებითი კილო)
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი was wēsjau
მე-2 პირი wast wēseis
მე-3 პირი was wēsi
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი wēsum wēseima
მე-2 პირი wēsuþ wēseiþ
მე-3 პირი wēsun wēseina

მიმღეობა II
ამ ზმნას ან არ ჰქონდა, ან არ შემორჩენილა

4.6.4.

wiljan (ნდომა, სურვილი) აწმყ. დრ.-ის ფორმები იწარმოება ნამყ. დრ.-ის ოპტატივის მსგავსად.

აწმყო დრო

თხრობითი კილო
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი wiljau
მე-2 პირი wileis
მე-3 პირი wili
ორობითი რიცხვი
მე-2 პირი wileits
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი wileima
მე-2 პირი wileiþ
მე-3 პირი wileina

მიმღეობა I
wiljands

ნამყ. დრ. იწარმოება სუსტი ზმნების მსგავსად:

ნამყო დრო

თხრობითი კილო
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი wilda
მე-2 პირი wildēs
მე-3 პირი wilda
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი wildēdum
მე-2 პირი wildēduþ
მე-3 პირი wildēdun

დადასტურებულია აგრ. ოპტატივის მე-3 პირის მხ. რ. wildēdi (ისურვებდა, ენდომებოდა) და მე-2 პირის მრ. რ. wildēdeiþ (გინდოდეთ).