(ნამყ. gaiddja) შეკრება (შეიკრიბება, შეიკრიბებიან); შეგროვება
ეტიმოლოგია
კონკორდანსი
gagaggiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - მარკ. XI, 23; ფილიპ. I, 19
gaiddja - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. III, 20; იოან. XVIII, 2
gaiddjedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. VI, 30; ლუკ. VIII, 4
gagaggands - მიმღ. I- კორ. I, V, 4
gaiddja - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. III, 20; იოან. XVIII, 2
gaiddjedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. VI, 30; ლუკ. VIII, 4
gagaggands - მიმღ. I- კორ. I, V, 4
პარადიგმა
4.6. არაწესიერი ზმნები გოთურში
არაწესიერ ზმნათა ჯგუფი გოთურში წარმოდგენილია რამდენიმე ზმნით, რომლებიც უღლების სხვადასხვა თავისებურებებს ავლენენ:
4.6.1.
briggan (მოტანა).
აწმყო დროის ფუძის სტრუქტურის მიხედვით ძლიერ ზმნათა III. კლასს განეკუთვნება. ნამყო დრო იწარმოება ფუძის ხმოვნის ცვლილებითა და დენტალური სუფიქსით, რომელიც წარმოდგენილია ვარიანტით -ta: brāhta (< *braŋxta) (მოიტანა), brāhtedun (მოიტანეს).
4.6.2.
gaggan (სვლა, სიარული).
აწმყო დროის ფუძის სტრუქტურისა და მიმღეობა II-ის ფორმის მიხედვით ეს ზმნა რედუპლიკაციურ ზმნათა კლასს განეკუთვნება (ისტორიულად რედუპლიკაციურ ზმნებად ითვლება აგრ. მე-3 კლასის სუსტი ზმნები bauan, trauan) [იხ. აგრ. 4.1.3 (c)]); პრეტერიტში ერთგან (ლუკ. 19:12) გვხვდება სუსტი ფორმა gaggida (წავიდა); ჩვეულ. კი იხმარება სხვა ზმნური ფუძე: iddja (წავიდა), iddjedun (წავიდნენ). ამდენად, გრამატიკული დროის ფორმათა წარმოების ტიპის მიხედვით, gaggan სუპლეტიური ზმნაა.
4.6.3.
wisan (ყოფნა)
სუპლეტიური ზმნაა. ფუძისგან *es- იწარმოება მხოლოდ აწმყო დროის პირიანი ფორმები, ყველა დანარჩენი ფორმა იწარმოება ფუძისგან *wes-, გოთ. wis-, V კლასის ძლიერ ზმნათა მსგავსად: ინფ. wisan, ნამყ. დრ. მხ. რ. was, ნამყ. დრ. მრ. რ. wesum.
აწმყ. დრ.-ში ფუძე *es- წარმოდგენილია აბლაუტის სრული და ნულოვანი საფეხურით. უღლების ტიპი ათემატურია.
ბრძანებითი კილოს ნაცვლად ოპტატივის ფორმები იხმარება.
აწმყო დრო
| wisan (ყოფნა) (არაწესიერი სუპლეტიური ზმნა) |
| თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
| მხოლობითი რიცხვი | ||||
| 1-ლი პირი | im | sijau | ||
| მე-2 პირი | is | sijais | ||
| მე-3 პირი | ist | sijai | ||
| ორობითი რიცხვი | ||||
| 1-ლი პირი | siju | |||
| მრავლობითი რიცხვი | ||||
| 1-ლი პირი | sijum | sijaima | ||
| მე-2 პირი | sijuþ | sijaiþ | ||
| მე-3 პირი | sind | sijaina | ||
| მიმღეობა I | ||||
| wisands | ||||
[იხილეთ მიმღეობა I-ის ბრუნების პარადიგმა]
პრეტერიტი, ნამყო დრო
| თხრობითი კილო | ოპტატივი (ნატვრითი/კავშირებითი კილო) |
|||
| მხოლობითი რიცხვი | ||||
| 1-ლი პირი | was | wēsjau | ||
| მე-2 პირი | wast | wēseis | ||
| მე-3 პირი | was | wēsi | ||
| მრავლობითი რიცხვი | ||||
| 1-ლი პირი | wēsum | wēseima | ||
| მე-2 პირი | wēsuþ | wēseiþ | ||
| მე-3 პირი | wēsun | wēseina | ||
| მიმღეობა II | ||||
| ამ ზმნას ან არ ჰქონდა, ან არ შემორჩენილა | ||||
4.6.4.
wiljan (ნდომა, სურვილი) აწმყ. დრ.-ის ფორმები იწარმოება ნამყ. დრ.-ის ოპტატივის მსგავსად.
აწმყო დრო
| თხრობითი კილო | |
| მხოლობითი რიცხვი | |
| 1-ლი პირი | wiljau |
| მე-2 პირი | wileis |
| მე-3 პირი | wili |
| ორობითი რიცხვი | |
| მე-2 პირი | wileits |
| მრავლობითი რიცხვი | |
| 1-ლი პირი | wileima |
| მე-2 პირი | wileiþ |
| მე-3 პირი | wileina |
| მიმღეობა I | ||||
| wiljands | ||||
ნამყ. დრ. იწარმოება სუსტი ზმნების მსგავსად:
ნამყო დრო
| თხრობითი კილო | |
| მხოლობითი რიცხვი | |
| 1-ლი პირი | wilda |
| მე-2 პირი | wildēs |
| მე-3 პირი | wilda |
| მრავლობითი რიცხვი | |
| 1-ლი პირი | wildēdum |
| მე-2 პირი | wildēduþ |
| მე-3 პირი | wildēdun |
დადასტურებულია აგრ. ოპტატივის მე-3 პირის მხ. რ. wildēdi (ისურვებდა, ენდომებოდა) და მე-2 პირის მრ. რ. wildēdeiþ (გინდოდეთ).
იხილეთ ზმნის პარადიგმები
