(ნამყ. frawaúrhta) შეცოდვა (შესცოდავს), ცოდვის ჩადენა; რისამე დაშავება
ეტიმოლოგია
კონკორდანსი
frawaurkeiþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - კორ. I, VIII, 12
frawaurkjai - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - ლუკ. XVII, 3; XVII, 4
frawaurkjaid, frawaurkjaiþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - კორ. I, XV, 34; ეფეს. IV, 26
frawaurhta - 1, 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. XXVII, 4; ლუკ. XV, 18; XV, 21; იოან. IX, 2; IX, 3; კორ. I, VII, 28
frawaurhtes - 2 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - კორ. I, VII, 28
frawaurkjands - მიმღ. I- კორ. I, VIII, 12; კორ. II, XII, 21; XIII, 2

პარადიგმა
4.2.1. (b) პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები
სუსტ ზმნათა ამ კლასის ზოგიერთი ზმნა (მაგ. brukjan „გამოყენება“, bugjan „ყიდვა“, þagkjan „ფიქრი“, þugkjan ʘ „თვლის“, „ფიქრობს“, „ჰგონია“; „ჩანს“; waurkjan „კეთება“; „მოქმედება“ და სხვ.), რომელთა ფუძეებიც მთავრდებოდა უკანასასისმიერ თანხმოვნებზე k, ŋ, g, პრეტერიტს/ნამყო დროს აწარმოებდა სუფიქსით -ta (თანაც ამ დროს ზმნის ფუძეში იკარგებოდა მოცემული კლასის მაჩვენებელი -j-); ამ უკანასასისმიერი თანხმოვნისა და -t თანხმოვნის კომბინაცია კი გადადიოდა -ht-ში: bugjan → bauhta, brūkjan → brūhta, waurkjan → waurhta. გარდა ამისა, ზმნებში þagkjan, þugkjan [-ŋkjan] ხდებოდა ცხვირისმიერი თანხმოვნის [-ŋ-] ამოვარდნა და ძირისეული ხმოვნის დაგრძელება, რაც ამ ზმნების პრეტერიტში გვაძლევდა ფორმებს þāhta და þūhta. ბერძნული ენიდან ნასესხები ზმნის kaupatjan „სილის გაწვნა/გარტყმა“ პრეტერიტია kaupasta [<*kaupat + -ta].
პრეტერიტის ასეთივე სტრუქტურა აქვს პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების პრეტერიტულ ფორმებს.
I კლასი არაწესიერი |
ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ფიქრი | þagkjan | þāhta | þāhtēdum | þāhts |
კეთება; მოქმედება | waurkjan | waurhta | waurhtēdum | waurhts |
სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება
იხილეთ ზმნის პარადიგმები