fraitan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი ძლიერი ზმნა (5)
(ნამყ. fret) ჭამა (ჭამს), შეჭმა; შთანთქმა
ეტიმოლოგია
[← fra- პრეფ. + itan ზმნ.; ძვ. ინგლ. fretan (თანამედრ. ინგლ. fret); ძვ. ფრიზ. freta; ძვ. საქს. fretan; ჰოლ. vreten; ძვ. ზემ.-გერმ. firezzan, frezzan (თანამედრ. გერმ. fressen)]
კონკორდანსი
fraitiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - კორ. II, XI, 20
fret - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. XV, 30
fretun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. IV, 4; ლუკ. VIII, 5
პარადიგმა

4.1.1.5. (b) V კლასის არაწესიერი ძლიერი ზმნები

ამ კლასის ზოგიერთი ზმნა ავლენდა გარკვეულ ანომალიებს ნამყო დროის ფორმათა წარმოებისას. კერძოდ ზმნა bidjan „ლოცვა“; „ვედრება“ ნამყო დროში/პრეტერიტში კარგავდა ბგერას -j- (მაგ. ik bidja „მე ვლოცულობ“; „მე ვილოცებ“, მაგრამ bedun „შეევედრნენ“; „სთხოვეს“); ხოლო ზმნას fraíhnan პრეტერიტში ეკარგებოდა თანხმოვანი -n-.

V კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ნორმალური საფეხური ნორმალური საფეხური დაგრძელების საფეხური ნორმალური საფეხური
ლოცვა; ვედრება bidjan bad bēdum bidans
კითხვა; კითხვის დასმა fráihnan
[-ɛ-]
frah frēhum
[-ē-]
fráihans
[-ɛ-]

ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება