fraisan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: რედუპლიკაციური ძლიერი ზმნა
მიმღეობა I: fraisands
1. ცდუნება (აცდუნებს), ცდუნებაში შეყვანა; 2. გამოცდა (გამოცდის), შემოწმება
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *fraisan; ძვ. ინგლ. frásian სსტ. ზმნ. „კითხვა; თხოვნა; გარკვევა; გაგება; ცდუნება; გამოცდა“; ძვ. ფრიზ. frāse, frēse არსებ. „საფრთხე“; ძვ. საქს. frēso, frēsa არსებ. „საფრთხე; საშიშროება; ზიანი; ზარალი“; frēson სსტ. ზმნ. „ცდუნება“; ჰოლ. vrees, vreze არსებ. „შიში“; vrezen ზმნ. „ʘ შიშობს; ეშინია“; ძვ. ზემ.-გერმ. freisa არსებ. „საფრთხე; საშიშროება; freisōn სსტ. ზმნ. „საფრთხეში ყოფნა; საფრთხეში ჩაგდება“; ისლ. freista სსტ. ზმნ. „ცდა; გამოცდა; ცდუნება“; შვედ. fresta სსტ. ზმნ. „ცდა; ცდუნება, შეცდენა“]
კონკორდანსი
fraisiþ - 2 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ.; 2 პირ., მრ. რ., ბრძანებ. - მარკ. XII, 15; ლუკ. XX, 23; კორ. II, XIII, 5
fraisais - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - ლუკ. IV, 12
fraisai - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - კორ. I, VII, 5
fraisaizau - 2 პირ., მხ. რ., მედიოპას., ოპტატ. - გალატ. VI, 1
fraisands - მიმღ. I- მარკ. VIII, 11; X, 2; ლუკ. X, 25; იოან. VI, 6; თესალ. I, III, 5
fraisans - მიმღ. II- მარკ. I, 13; ლუკ. IV, 2
პარადიგმა

4.1.3. VII კლასი – რედუპლიკაციური ძლიერი ზმნები

რედუპლიკაციური ზმნები, ანუ ზმნები ფუძის ხმოვნის გამეორებით.

ძირითადად მეორდება პირველი თანხმოვანი, რომელსაც მოსდევს aí [-ɛ-], რის შემდეგაც შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს აბლაუტი: მაგ. maitan - maímait, letan - laílot.

სიტყვის დასაწყისში ორი თანხმოვნის თავმოყრის შემთხვევაში მეორდება მხოლოდ ერთი თანხმოვანი: მაგ. fraisan - faífrais. გამონაკლისს შეადგენს კომბინაციები sk, st: მაგ. skaidan - skaískaiþ, (ga)staldan - (ga)staístald. ხმოვნით დაწყებული ზმნების შემთხვევაში ზმნის ძირს ემატება aí- : მაგ. aukan - auk.

4.1.3. (a) რედუპლიკაციური ზმნები აბლაუტის გარეშე

რედუპლიკაციური ზმნები აბლაუტის გარეშე იყოფა რამდენიმე კლასად აწმყო დროის ფუძის ვოკალიზაციის მიხედვით (კლასები: ai [ai], au [au], a, ē და ō).

VII კლასი
(a) აბლაუტის გარეშე
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
დაძახება; წოდება haitan
[ai]
hhait
[-ɛ-]
hhaitum
[-ɛ-]
haitans
[ai]
ხტომა; ხტუნვა laikan
[ai]
llaik
[-ɛ-]
llaikum
[-ɛ-]
laikans
[ai]
ძილი slēpan sslēp
[-ɛ-]
sslēpum
[-ɛ-]
slēpans

ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება

4.1.3. (b) აბლაუტიანი რედუპლიკაციური ზმნები

ამ ჯგუფში შედის მხოლოდ ის ზმნები, რომლებსაც აქვთ აწმყო დროის ფუძის ხმოვანი ē და პრეტერიტის ფუძის ხმოვანი ō. შესაბამისად, სახეზეა ხმოვანთმონაცვლეობა/აბლაუტი ტიპისა ē → ō (რედუპლიკაციასთან ერთად).

VII კლასი
(b) აბლაუტიანი
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
დატოვება; გაშვება lētan llōt
[-ɛ-]
llōtum
[-ɛ-]
lētans
(ხელის) შეხება tēkan ttōk
[-ɛ-]
ttōkum
[-ɛ-]
tēkans

ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება

4.1.3. (c) არაწესიერი რედუპლიკაციური ზმნები

ისლანდიური ენის მონაცემების მიხედვით ითვლება, რომ გოთურ არაწესიერ რედუპლიკაციურ ზმნათა კლასს განეკუთვნებოდა ზმნა bnauan „სრესა“; „ფშვნა“, „ფშვნეტა“. ჩვენამდე მოღწეულ გოთურ წყაროებში დადასტურებულია ამ ზმნის ერთი ფორმა: აწმყო დროის მიმღეობა bnauands (მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში: bnauandans ლუკ. VI, 1).

გარკვეულ ატიპურობას ავლენს აგრ. ზმნური ძირი hahan „კიდება“, რომელიც ტრანზიტიული მნიშვნელობით (ʘ „დაკიდებს“; „ჩამოკიდებს“) რედუპლიკაციური ზმნაა (ushaihah sik „თავი ჩამოიხრჩო“), ხოლო ინტრანზიტიული მნიშვნელობით (ʘ „კიდია“) პრეტერიტის ფორმებს მე-3 კლასის სუსტი ზმნების მსგავსად აწარმოებს (hahaida- „ეკიდა“).

ითვლება აგრ., რომ ზოგიერთი გოთური სუსტი, სუპლეტიური და/ან არაწესიერი ზმნა (bauan, trauan, gaggan და სხვ.) თავდაპირველად რედუპლიკაციური ზმნების კლასს განეკუთვნებოდა.