flahta

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-?
ნაწნავი, დაწნული თმა (ან flahtō -n-)
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *flahtō(n); ძვ. ინგლ. fleohta „წნული ღობე“; ჰოლ. vlecht „ნაწნავი“; ძვ. ზემ.-გერმ. flehta „ნაწნავი“ (თანამედრ. გერმ. Flechte); ისლ. flétta „ნაწნავი“; ← ინდო-ევროპ. *pleḱ-; სანსკრ. praśna- „წნული კალათი“; ძვ. ბერძ. πλόκαμος „ნაწნავი“; ლათ. plectere ზმნ. „დაწვნა, წვნა“; ძვ. სლავ. плести ზმნ. „წვნა“ (რუს. плести)]
კონკორდანსი
flahtom - მიც., მრ. რ. - ტიმ. I, II, 9
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.