მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: ძლიერი ზმნა (3)
დაფარვა (დაფარავს), დამალვა
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *felhan; ძვ. ინგლ. féolan, félan „მიწებება, მიკვრა; შეერთება; მისვლა; მიღწევა“; ძვ. ფრიზ. bi-fela, bi-fella „დამარხვა; დამალვა; ბრძანება“; ძვ. საქს. bi-felhan „ბრძანება; ბოძება; დამარხვა“; ჰოლ. velen „განცდა; გადატანა“; ძვ. ზემ.-გერმ. felhan, felahan „გადაცემა; ბოძება“; ისლ. fela „დამალვა; დამარხვა“]
კონკორდანსი
filhan - ინფ.- ტიმ. I, V, 25
პარადიგმა
4.1.1.3.
r, l, m, n კომბინაციაში სონორი + ხშული თავდაპირველად მარცვლის წარმომქმნელი ბგერები იყო, მაგრამ უკვე საერთოგერმანიკულ ეპოქაში r, l, m, n-ს წინ ჩნდებოდა ე.წ. ეპენთეტიკური/ჩართული ხმოვანი, რომელიც გოთურში ყოველთვის [-u-]-ს იძლეოდა.
III კლასი | ინფინიტივი | პრეტერიტი მხ. რ. | პრეტერიტი მრ. რ. | მიმღეობა II |
ნორმალური საფეხური | ნორმალური საფეხური | ნულოვანი საფეხური | ნულოვანი საფეხური | |
i/ă | -i- | -a- | ნული | ნული |
ამ კლასის აბლაუტის მაჩვენებელი - სონორი + ნებისმიერი თანხმოვანი, მაგ. -nd-, -rþ-, etc. | i + nd = ind | a + nd = and | ეპენთეტიკური u + nd = und | ეპენთეტიკური u + nd = und |
შეკვრა; დაბმა | bindan | band | bundum | bundans |
i + rþ = airþ [-ɛ-] | a + rþ = arþ | ეპენთეტიკური au [-o-] + rþ = aurþ [-orþ-] | ეპენთეტიკური au [-o-] + rþ = aurþ [-orþ-] | |
(რაიმედ) გახდომა; (რაიმედ) გადა˃ქცევა | wairþan [-ɛ-] |
warþ | waúrþum [-o-] |
waúrþans [-o-] |
ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება
იხილეთ ზმნის პარადიგმები