faírina

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
1. ბრალი, დანაშაული; 2. ბრალდება; 3. საყვედური, საჩივარი; 4. მიზეზი, საფუძველი
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *ferinō; ძვ. ინგლ. firen „დანაშაული; ბოროტმოქმედება; ცოდვა“; ძვ. ფრიზ. firne, ferne „დანაშაული“; ძვ. საქს. firina „ბოროტმოქმედება; დანაშაული; ცოდვა“; ძვ. ზემ.-გერმ. firina „ცოდვა; დანაშაული“; ძვ. ისლ. firn „საზიზღრობა; საზიზღარი რამ“ (თანამედრ. ისლ. firn „სასწაული“)]
კონკორდანსი
fairina - სახელ., ბრალდ., მხ. რ. - მათ. V, 32; იოან. XIX, 6; კოლოს. III, 13
fairino - ნათ., მრ. რ. - იოან. XVIII, 38; XIX, 4
fairinos - ნათ., მხ. რ. - მარკ. XV, 26; ტიმ. II, I, 12; ტიტ. I, 13
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.