bugjan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუსტი ზმნა (1)
მიმღეობა I: bugjands
(ნამყ. bauhta) ყიდვა (ყიდულობს), შეძენა
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *bugjan; ძვ. ინგლ. bycgan (თანამედრ. ინგლ. buy); ძვ. საქს. buggian; ისლ. byggja „გაქირავება; გასესხება“]
კონკორდანსი
bugei - 2 პირ., მხ. რ., ბრძანებ. - იოან. XIII, 29
bugjam - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - იოან. VI, 5
bugjaima - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - ლუკ. IX, 13
bugjaina - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - ლუკ. IX, 12
bugjanda - 3 პირ., მრ. რ., მედიოპას., თხრობ. - მათ. X, 29
bauhta - 1 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. XIV, 18
bauhtedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. XVII, 28
bugjands - მიმღ. I - მარკ. XI, 15; ლუკ. XIX, 45
პარადიგმა

4.2.1. (b) პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები

სუსტ ზმნათა ამ კლასის ზოგიერთი ზმნა (მაგ. brukjan „გამოყენება“, bugjan „ყიდვა“, þagkjan „ფიქრი“, þugkjan ʘ „თვლის“, „ფიქრობს“, „ჰგონია“; „ჩანს“; waurkjan „კეთება“; „მოქმედება“ და სხვ.), რომელთა ფუძეებიც მთავრდებოდა უკანასასისმიერ თანხმოვნებზე k, ŋ, g, პრეტერიტს/ნამყო დროს აწარმოებდა სუფიქსით -ta (თანაც ამ დროს ზმნის ფუძეში იკარგებოდა მოცემული კლასის მაჩვენებელი -j-); ამ უკანასასისმიერი თანხმოვნისა და -t თანხმოვნის კომბინაცია კი გადადიოდა -ht-ში: bugjan → bauhta, brūkjan → brūhta, waurkjan → waurhta. გარდა ამისა, ზმნებში þagkjan, þugkjan [-ŋkjan] ხდებოდა ცხვირისმიერი თანხმოვნის [-ŋ-] ამოვარდნა და ძირისეული ხმოვნის დაგრძელება, რაც ამ ზმნების პრეტერიტში გვაძლევდა ფორმებს þāhta და þūhta. ბერძნული ენიდან ნასესხები ზმნის kaupatjan „სილის გაწვნა/გარტყმა“ პრეტერიტია kaupasta [<*kaupat + -ta].

პრეტერიტის ასეთივე სტრუქტურა აქვს პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების პრეტერიტულ ფორმებს.

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ფიქრი þagkjan þāhta þāhtēdum þāhts
კეთება; მოქმედება waurkjan waurhta waurhtēdum waurhts

სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება