briggan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი ზმნა
მიმღეობა I: brigands
(ნამყ. brāhta) მოტანა (მოიტანს), მოყვანა; ამა თუ იმ მდგომარეობამდე მიყვანა (აგრ. bringan)
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *bringan, *brengan; ძვ. ინგლ. brinȝan (თანამედრ. ინგლ. bring); ძვ. ფრიზ. bringa; ძვ. საქს. bringan; ჰოლ. brengen; ძვ. ზემ.-გერმ. bringan (თანამედრ. გერმ. bringen)]
კონკორდანსი
briggan - ინფ. - მარკ. VI, 27; ლუკ. XVI, 22; იოან. X, 16; რომ. XI, 11; კორ. I, XVI, 3; თესალ. II, I, 5
brigga - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - რომ. X, 19
briggiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ.; 2 პირ., მრ. რ., ბრძანებ. - ლუკ. III, 17; XIX, 27; იოან. VIII, 32; VIII, 36; XVI, 13; კორ. II, XI, 20
brigg - 2 პირ., მხ. რ., ბრძანებ. - ლუკ. V, 4; ტიმ. II, IV, 11
bringiþ - 2 პირ., მრ. რ., ბრძანებ. - ლუკ. XV, 22
briggau - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - რომ. XI, 14
briggais - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - მათ. VI, 13
briggai - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - თესალ. II, I, 11
brigganda - 3 პირ., მრ. რ., მედიოპას., თხრობ. - მათ. VII, 13; VII, 14
brahta - 1, 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. IX, 17; ლუკ. XV, 13; რომ. VIII, 2; კორ. II, III, 6; გალატ. V, 1
brahtedum - 1 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - ტიმ. I, VI, 7
brahtedun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. IX, 20; XI, 7; XII, 4; XV, 1 და ა.შ.
briggands - მიმღ. I- ლუკ. VII, 37; ფილიპ. IV, 14; სკირნს. II, 2
bringands - მიმღ. I- ლუკ. XV, 23
პარადიგმა

4.6. არაწესიერი ზმნები გოთურში

არაწესიერ ზმნათა ჯგუფი გოთურში წარმოდგენილია რამდენიმე ზმნით, რომლებიც უღლების სხვადასხვა თავისებურებებს ავლენენ:

4.6.1.

briggan (მოტანა).

აწმყო დროის ფუძის სტრუქტურის მიხედვით ძლიერ ზმნათა III. კლასს განეკუთვნება. ნამყო დრო იწარმოება ფუძის ხმოვნის ცვლილებითა და დენტალური სუფიქსით, რომელიც წარმოდგენილია ვარიანტით -ta: brāhta (< *braŋxta) (მოიტანა), brāhtedun (მოიტანეს).

4.6.2.

gaggan (სვლა, სიარული).

აწმყო დროის ფუძის სტრუქტურისა და მიმღეობა II-ის ფორმის მიხედვით ეს ზმნა რედუპლიკაციურ ზმნათა კლასს განეკუთვნება (ისტორიულად რედუპლიკაციურ ზმნებად ითვლება აგრ. მე-3 კლასის სუსტი ზმნები bauan, trauan) [იხ. აგრ. 4.1.3 (c)]); პრეტერიტში ერთგან (ლუკ. 19:12) გვხვდება სუსტი ფორმა gaggida (წავიდა); ჩვეულ. კი იხმარება სხვა ზმნური ფუძე: iddja (წავიდა), iddjedun (წავიდნენ). ამდენად, გრამატიკული დროის ფორმათა წარმოების ტიპის მიხედვით, gaggan სუპლეტიური ზმნაა.

4.6.3.

wisan (ყოფნა)

სუპლეტიური ზმნაა. ფუძისგან *es- იწარმოება მხოლოდ აწმყო დროის პირიანი ფორმები, ყველა დანარჩენი ფორმა იწარმოება ფუძისგან *wes-, გოთ. wis-, V კლასის ძლიერ ზმნათა მსგავსად: ინფ. wisan, ნამყ. დრ. მხ. რ. was, ნამყ. დრ. მრ. რ. wesum.

აწმყ. დრ.-ში ფუძე *es- წარმოდგენილია აბლაუტის სრული და ნულოვანი საფეხურით. უღლების ტიპი ათემატურია.

ბრძანებითი კილოს ნაცვლად ოპტატივის ფორმები იხმარება.

აწმყო დრო

wisan (ყოფნა)
(არაწესიერი სუპლეტიური ზმნა)

თხრობითი კილო ოპტატივი
(ნატვრითი/კავშირებითი კილო)
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი im sijau
მე-2 პირი is sijais
მე-3 პირი ist sijai
ორობითი რიცხვი
1-ლი პირი siju
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი sijum sijaima
მე-2 პირი sijuþ sijaiþ
მე-3 პირი sind sijaina

მიმღეობა I
wisands

[იხილეთ მიმღეობა I-ის ბრუნების პარადიგმა]

პრეტერიტი, ნამყო დრო

თხრობითი კილო ოპტატივი
(ნატვრითი/კავშირებითი კილო)
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი was wēsjau
მე-2 პირი wast wēseis
მე-3 პირი was wēsi
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი wēsum wēseima
მე-2 პირი wēsuþ wēseiþ
მე-3 პირი wēsun wēseina

მიმღეობა II
ამ ზმნას ან არ ჰქონდა, ან არ შემორჩენილა

4.6.4.

wiljan (ნდომა, სურვილი) აწმყ. დრ.-ის ფორმები იწარმოება ნამყ. დრ.-ის ოპტატივის მსგავსად.

აწმყო დრო

თხრობითი კილო
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი wiljau
მე-2 პირი wileis
მე-3 პირი wili
ორობითი რიცხვი
მე-2 პირი wileits
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი wileima
მე-2 პირი wileiþ
მე-3 პირი wileina

მიმღეობა I
wiljands

ნამყ. დრ. იწარმოება სუსტი ზმნების მსგავსად:

ნამყო დრო

თხრობითი კილო
მხოლობითი რიცხვი
1-ლი პირი wilda
მე-2 პირი wildēs
მე-3 პირი wilda
მრავლობითი რიცხვი
1-ლი პირი wildēdum
მე-2 პირი wildēduþ
მე-3 პირი wildēdun

დადასტურებულია აგრ. ოპტატივის მე-3 პირის მხ. რ. wildēdi (ისურვებდა, ენდომებოდა) და მე-2 პირის მრ. რ. wildēdeiþ (გინდოდეთ).