brūkjan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი სუსტი ზმნა (1)
მიმღეობა I: brūkjands
(ნამყ. brūhta) გამოყენება (გამოიყენებს), სარგებლობა
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *brūkan „გამოყენება, მოხმარება“; ძვ. ინგლ. brúcan ძლ. ზმნ. (თანამედრ. ინგლ. brook წიგნ.), brýcian სსტ. ზმნ.; ძვ. ფრიზ. brūka ძლ. ზმნ.; ძვ. საქს. brūkan ძლ. ზმნ.; ძვ. ზემ.-გერმ. brūhhan ძლ. ზმნ., brūhhen სსტ. ზმნ. (თანამედრ. გერმ. brauchen)]
კონკორდანსი
brukja - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - გლოსა გვერდის კიდეზე: კორ. I, X, 30 (დართულია სიტყვისთვის andnima)
brukjan - ინფ.- სკირნს. III, 6 brukeiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - ტიმ. I, I, 8
brukjam - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - კორ. I, X, 17
brukjais - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - ტიმ. I, V, 23
brukjaima - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - კორ. II, III, 12
brukjaidau - 3 პირ., მხ. რ., მედიოპას., ოპტატ. - კოლოს. II, 22
brukei - 2 პირ., მხ. რ., ბრძანებ. - კორ. I, VII, 21
bruhta - 1 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - კორ. II, I, 17
brukjands - მიმღ. I- სკირნს. V, 3
პარადიგმა

4.2.1. (b) პირველი კლასის სუსტი არაწესიერი ზმნები

სუსტ ზმნათა ამ კლასის ზოგიერთი ზმნა (მაგ. brukjan „გამოყენება“, bugjan „ყიდვა“, þagkjan „ფიქრი“, þugkjan ʘ „თვლის“, „ფიქრობს“, „ჰგონია“; „ჩანს“; waurkjan „კეთება“; „მოქმედება“ და სხვ.), რომელთა ფუძეებიც მთავრდებოდა უკანასასისმიერ თანხმოვნებზე k, ŋ, g, პრეტერიტს/ნამყო დროს აწარმოებდა სუფიქსით -ta (თანაც ამ დროს ზმნის ფუძეში იკარგებოდა მოცემული კლასის მაჩვენებელი -j-); ამ უკანასასისმიერი თანხმოვნისა და -t თანხმოვნის კომბინაცია კი გადადიოდა -ht-ში: bugjan → bauhta, brūkjan → brūhta, waurkjan → waurhta. გარდა ამისა, ზმნებში þagkjan, þugkjan [-ŋkjan] ხდებოდა ცხვირისმიერი თანხმოვნის [-ŋ-] ამოვარდნა და ძირისეული ხმოვნის დაგრძელება, რაც ამ ზმნების პრეტერიტში გვაძლევდა ფორმებს þāhta და þūhta. ბერძნული ენიდან ნასესხები ზმნის kaupatjan „სილის გაწვნა/გარტყმა“ პრეტერიტია kaupasta [<*kaupat + -ta].

პრეტერიტის ასეთივე სტრუქტურა აქვს პრეტერიტო-პრეზენსული ზმნების პრეტერიტულ ფორმებს.

I კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ფიქრი þagkjan þāhta þāhtēdum þāhts
კეთება; მოქმედება waurkjan waurhta waurhtēdum waurhts

სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება