bilaikan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: რედუპლიკაციური ძლიერი ზმნა
მიმღეობა I: bilaikands
დაცინვა (დასცინის); შეურაცხყოფა
ეტიმოლოგია
[← bi- პრეფ. + laikan ზმნ. „ხტუნვა“; შდრ. ძვ. ინგლ. belácan „გარშემოდინება; გარშემორტყმა“]
კონკორდანსი
bilaikan - ინფ.- ლუკ. XIV, 29
bilaikand - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მარკ. X, 34
bilaikada - 3 პირ., მხ. რ., მედიოპას., თხრობ. - ლუკ. XVIII, 32; გალატ. VI, 7
bilailaikun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. XV, 20
bilaikands - მიმღ. I - მარკ. XV, 31
პარადიგმა

4.1.3. VII კლასი – რედუპლიკაციური ძლიერი ზმნები

რედუპლიკაციური ზმნები, ანუ ზმნები ფუძის ხმოვნის გამეორებით.

ძირითადად მეორდება პირველი თანხმოვანი, რომელსაც მოსდევს aí [-ɛ-], რის შემდეგაც შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს აბლაუტი: მაგ. maitan - maímait, letan - laílot.

სიტყვის დასაწყისში ორი თანხმოვნის თავმოყრის შემთხვევაში მეორდება მხოლოდ ერთი თანხმოვანი: მაგ. fraisan - faífrais. გამონაკლისს შეადგენს კომბინაციები sk, st: მაგ. skaidan - skaískaiþ, (ga)staldan - (ga)staístald. ხმოვნით დაწყებული ზმნების შემთხვევაში ზმნის ძირს ემატება aí- : მაგ. aukan - auk.

4.1.3. (a) რედუპლიკაციური ზმნები აბლაუტის გარეშე

რედუპლიკაციური ზმნები აბლაუტის გარეშე იყოფა რამდენიმე კლასად აწმყო დროის ფუძის ვოკალიზაციის მიხედვით (კლასები: ai [ai], au [au], a, ē და ō).

VII კლასი
(a) აბლაუტის გარეშე
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
დაძახება; წოდება haitan
[ai]
hhait
[-ɛ-]
hhaitum
[-ɛ-]
haitans
[ai]
ხტომა; ხტუნვა laikan
[ai]
llaik
[-ɛ-]
llaikum
[-ɛ-]
laikans
[ai]
ძილი slēpan sslēp
[-ɛ-]
sslēpum
[-ɛ-]
slēpans

ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება

4.1.3. (b) აბლაუტიანი რედუპლიკაციური ზმნები

ამ ჯგუფში შედის მხოლოდ ის ზმნები, რომლებსაც აქვთ აწმყო დროის ფუძის ხმოვანი ē და პრეტერიტის ფუძის ხმოვანი ō. შესაბამისად, სახეზეა ხმოვანთმონაცვლეობა/აბლაუტი ტიპისა ē → ō (რედუპლიკაციასთან ერთად).

VII კლასი
(b) აბლაუტიანი
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
დატოვება; გაშვება lētan llōt
[-ɛ-]
llōtum
[-ɛ-]
lētans
(ხელის) შეხება tēkan ttōk
[-ɛ-]
ttōkum
[-ɛ-]
tēkans

ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება

4.1.3. (c) არაწესიერი რედუპლიკაციური ზმნები

ისლანდიური ენის მონაცემების მიხედვით ითვლება, რომ გოთურ არაწესიერ რედუპლიკაციურ ზმნათა კლასს განეკუთვნებოდა ზმნა bnauan „სრესა“; „ფშვნა“, „ფშვნეტა“. ჩვენამდე მოღწეულ გოთურ წყაროებში დადასტურებულია ამ ზმნის ერთი ფორმა: აწმყო დროის მიმღეობა bnauands (მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში: bnauandans ლუკ. VI, 1).

გარკვეულ ატიპურობას ავლენს აგრ. ზმნური ძირი hahan „კიდება“, რომელიც ტრანზიტიული მნიშვნელობით (ʘ „დაკიდებს“; „ჩამოკიდებს“) რედუპლიკაციური ზმნაა (ushaihah sik „თავი ჩამოიხრჩო“), ხოლო ინტრანზიტიული მნიშვნელობით (ʘ „კიდია“) პრეტერიტის ფორმებს მე-3 კლასის სუსტი ზმნების მსგავსად აწარმოებს (hahaida- „ეკიდა“).

ითვლება აგრ., რომ ზოგიერთი გოთური სუსტი, სუპლეტიური და/ან არაწესიერი ზმნა (bauan, trauan, gaggan და სხვ.) თავდაპირველად რედუპლიკაციური ზმნების კლასს განეკუთვნებოდა.