bauan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: სუსტი ზმნა (3)
მიმღეობა I: bauands
ცხოვრება (ცხოვრობს), ბინადრობა, მკვიდრობა
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *bōwan, *būwan; ძვ. ინგლ. búan „ბინადრობა, ცხოვრება“; ძვ. ფრიზ. būwa, bōwa „შენება, აგება; ცხოვრება“; ძვ. საქს. búan „ცხოვრება, ბინადრობა“; ჰოლ. bouwen „შენება“; ძვ. ზემ.-გერმ. būan, būwan „ცხოვრება, არსებობა; შენება, აგება“ (თანამედრ. გერმ. bauen „შენება“); ისლ. búa „ცხოვრება, არსებობა“]
კონკორდანსი
baua - 1 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - კორ. II, VI, 16
bauan - ინფ.- კორ. I, VII, 12; VII, 13; ეფეს. III, 17; კოლოს. I, 19
bauai - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., ოპტატ. - კოლოს. III, 16
bauiþ - 3 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - რომ. VII, 18; VII, 20; VIII, 9; ტიმ. I, VI, 16; ტიმ. II, I, 14
bauaima - 1 პირ., მრ. რ., აწმყ., ოპტატ. - ტიმ. I, II, 2
bauaida - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - ტიმ. II, I, 5
bauands - მიმღ. I- რომ. VII, 17
პარადიგმა

4.2.3. მე-3 კლასის სუსტი ზმნები (-ai- ფორმათმაწარმოებელი სუფიქსის მქონე ზმნები)

ამ კლასის სუსტ ზმნებს ჰქონდა ფორმათმაწარმოებელი სუფიქსი -ai-. სრული ფორმით აღნიშნული სუფიქსი ჩნდებოდა მხოლოდ ფუძის მე-2, მე-3 და მე-4 ვარიანტში, აწმყო დროის ფუძისგან ნაწარმოებ ფორმებში კი მას ენაცვლებოდა უბრალო -a-.

III კლასი ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ქონა; ყოლა haban habaida habaidēdum habaiþs
მოწონება (ga)leikan (ga)leikaida (ga)leikaidēdum galeikaiþs

სუსტი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ სუსტი ზმნების უღლება