bōka

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
1. ასო; 2. მრ. რ. (bokos) წერილი; საღვთო წერილი; წიგნი
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *bōkō; ძვ. ინგლ. bóc (თანამედრ. ინგლ. book); ძვ. ფრიზ. bōk; ძვ. საქს. bōk; ჰოლ. boek; ძვ. ზემ.-გერმ. buoh (თანამედრ. გერმ. Buch); ისლ. bók; დან. bog; ნორვ., შვედ. bok (სავარაუდოდ ← *bōkō, bōkjō „წიფელი“ – წიფლის ფირფიტებიდან, რომლებზეც რუნები იწერებოდა)]
კონკორდანსი
boka - სახელ., მხ. რ. - კორ. II, III, 6
bokos - სახელ., ბრალდ., მრ. რ. - მათ. V, 31; მარკ. X, 4; XII, 24; XIV, 49 და ა.შ.
boko - ნათ., მრ. რ. - რომ. XV, 4; კორ. II, III, 1; ტიმ. I, IV, 13; ტიმ. II, III, 16
bokom - მიც., მრ. რ. - მარკ. XII, 26; ლუკ. III, 4; XX, 42 და ა.შ.
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.