auþida

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
უდაბნო
ეტიმოლოგია
[← auþeis ზედს. „უდაბური“ + -ida (← -iþa) სუფ.]
კონკორდანსი
auþida - ბრალდ., მხ. რ. - მათ. XI, 7; მარკ. I, 12; ლუკ. VII, 24
auþidai - მიც., მხ. რ. - მარკ. I, 3; I, 4; I, 13 და ა.შ.
auþidom - მიც., მრ. რ. - ლუკ. I, 80
auþidos - ბრალდ., მრ. რ. - ლუკ. V, 16; VIII, 29
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.