andhafjan

მეტყველების ნაწილი: ზმნა
ზმნის ტიპი: არაწესიერი ძლიერი ზმნა (6)
მიმღეობა I: andhafjands
(ნამყ. andhof) პასუხის გაცემა (გასცემს), მიგება
ეტიმოლოგია
[← and- პრეფ. + hafjan ზმნ.ზემოთ აწევა“; შდრ. ძვ. ზემ.-გერმ. intheffen „უზრუნველყოფა; ხელის შეწყობა“]
კონკორდანსი
andhafjan - ინფ.- კოლოს. IV, 6
andhafjis - 2 პირ., მხ. რ., აწმყ., თხრობ. - მარკ. XIV, 60, XV, 4; იოან. XVIII, 22
andhafjand - 3 პირ., მრ. რ., აწმყ., თხრობ. - მათ. XXV, 44
andhafjiþ - 2 პირ., მრ. რ., ბრძანებ. - მათ. XXV, 45; მარკ. XI, 29; XI, 30
andhof - 3 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - მათ. XXVII, 12; XXVII, 14; მარკ. III, 33 და ა.შ.
andhoft - 2 პირ., მხ. რ., ნამყ., თხრობ. - ლუკ. X, 28
andhofun - 3 პირ., მრ. რ., ნამყ., თხრობ. - მარკ. VIII, 4; VIII, 28; ლუკ. XX, 7 და ა.შ.
andhafjands - მიმღ. I- მათ. VIII, 8; XI, 4; XI, 25 და ა.შ.
პარადიგმა

4.1.2. (b) VI კლასის არაწესიერი ძლიერი ზმნები

ამ კლასის ზოგიერთი ზმნა ავლენდა გარკვეულ ანომალიებს ნამყო დროის ფორმათა წარმოებისას. კერძოდ ზმნა andhafjan „პასუხის გაცემა“ ნამყო დროში კარგავდა ბგერას -j-; ხოლო standan „დგომა“ – თანხმოვანს n.

VI კლასი
არაწესიერი
ინფინიტივი პრეტერიტი მხ. რ. პრეტერიტი მრ. რ. მიმღეობა II
ნორმალური საფეხური დაგრძელების საფეხური დაგრძელების საფეხური ნორმალური საფეხური
-ă- -ō- -ō- -ă-
პასუხის გაცემა andhafjan andhōf andhōfum *andhafans
დგომა, ადგომა standan stōþ stōþum *sta(n)dans

ძლიერი ზმნების უღლების სრული პარადიგმების გასაცნობად იხილეთ ძლიერი ზმნების უღლება