anahaimeis

მეტყველების ნაწილი: ზედსართავი სახელი
ფუძე: -i/ja-
სახლში მყოფი; ვინმესთან, რაიმესთან მყოფი, არსებული; რაიმეს დამსწრე (აგრ. anahaims)
ეტიმოლოგია
[← ana- პრეფ.+ *haimeis, *haims ზედს. „სახლისა; საშინაო; მშობლიური“ ← haims არსებ. + -ja სუფ.]
კონკორდანსი
anahaimjai - სახელ., მრ. რ., მამრ. - კორ. II, V, 9
anahaimjaim - მიც., მრ. რ., მამრ. - კორ. II, V, 8
პარადიგმა

2.1. (d) (შერეული ტიპის -i-/-ja-)

ზედსართავთა ბრუნების ამ ტიპში შედიოდა რამდენიმე ზედსართავი (მაგ. anahaimeis, anahaims (სახლში მყოფი); რაიმეს დამსწრე); auþeis, auþs (უდაბური); aljakuns (უცხო, უცხოელი)) რომლებიც თავდაპირველად -i- ტიპს განეკუთვნებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ბრუნვითი ფორმების უდიდესი ნაწილი ბრუნების -ja- (-jo-) ტიპში გადავიდა.