ainshun

მეტყველების ნაწილი: განუსაზღვრელი ნაცვალსახელი
ვინმე; რაიმე (უარყოფით წინადადებებში); ni ainshun არავინ; არაფერი; არც ერთი
ეტიმოლოგია
[← ains რიცხვ. სახ. + -hun ნაწილ. (იხმ. ნაცვალსახ.-ებთან და ზმნზ.-ებთან ერთად)]
კონკორდანსი
ainshun - სახელ., მამრ. - მარკ. XI, 2; ლუკ. I, 61; IV, 24 და ა.შ.
ainishun - ნათ., მამრ. - თესალ. I, IV, 12
ainhun - სახელ., ბრალდ., საშ. - მათ. XXVII, 14; მარკ. XIII, 20; ლუკ. I, 37 და ა.შ.
ainohun - სახელ., მდედრ.; ბრალდ., მამრ., მდედრ. - მარკ. V, 37; VI, 5; IX, 8 და ა.შ.
ainnohun - ბრალდ., მამრ.; სახელ., ბრალდ., მდედრ. - იოან. VIII, 15; კორ. I, I, 14; I, 16 და ა.შ.
ainaihun - მიც., მდედრ. - ლუკ. IV, 26
ainummehun, ainomehun - მიც., მამრ., საშ. - ლუკ. VIII, 43; იოან. XVIII, 9; XVIII, 31, რომ. XII, 17; XIII, 8; კორ. II, VII, 2
პარადიგმა

3.4. განუსაზღვრელი ნაცვალსახელები

განუსაზღვრელი ნაცვალსახელის ფუნქციით გოთურში სხვადასხვა ლექსიკური ერთეულები იხმარებოდა:

(ა) ნაცვალსახელებს ƕas, ƕa, ƕo კითხვითი ნაცვალსახელის ფუნქციის გარდა შეეძლო განუსაზღვრელი ნაცვალსახელის ფუნქციაც შეესრულებინა და იხმარებოდა მნიშვნელობით „ვინმე, ვიღაც“; „რაიმე, რაღაც“ (განსაკ. კავშირის jabai „თუ“ შემდეგ).

(ბ) მნიშვნელობით „ვინმე“; „რაღაც“ იხმარებოდა აგრ. sums (მამრ. სქესი); sum, sumata (საშ. სქესი). suma (მდედრ. სქესი), რომელიც ძლიერი ზედსართავივით იბრუნვოდა.

(გ) ნაცვალსახელის ƕas კომბინირებით ნაწილაკთან -uh იწარმოებოდა განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „ყოველი“ : ƕazuh (მამრ. სქესი); ƕazuh (საშ. სქესი); ƕoh (მდედრ. სქესი).

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ƕazuh ƕah ƕo
ნათესაობითი ƕizuh ƕizuh -
მიცემითი ƕammeh ƕammeh -
ბრალდებითი ƕanoh ƕah ƕoh

მოქმედებითი ბრუნვის ფორმას ƕeh აქვს მნიშვნელობა „მხოლოდ“. მრავლობით რიცხვში დადასტურებულია მხოლოდ მამრ. სქესის ბრალდ. ბრუნვის ფორმა ƕanzuh.

(დ) მნიშვნელობა „ყოველი; თითოეული“ გადმოიცემოდა აგრ. ნაცვალსახელის ƕarjis კომბინირებით ნაწილაკთან -uh. იხმარებოდა მარტო მხოლობითი რიცხვის ფორმები; მდედრობით სქესში კი შემორჩენილია მხოლოდ ბრალდ. ბრუნვის ფორმა.

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ƕarjizuh ƕarjatoh -
ნათესაობითი ƕarjizuh ƕarjizuh -
მიცემითი ƕarjammeh ƕarjammeh -
ბრალდებითი ƕarjanoh ƕarjatoh ƕarjoh

(ე) მსგავსივე მნიშვნელობით იხმარება ნაცვალსახელთა სხვადასხვაგვარი შესიტყვებანი: ƕazuh-saei, sa-ƕazuh saei „ყოველი“; „თითოეული“. saei-ს ნაცვლად შეიძლება შეგვხვდეს izei.

(ვ) გოთურში განუსაზღვრელი ნაცვალსახელი „არავინ“ გადმოიცემა სხვადასხვა შესიტყვებათა მეშვეობით: ni mannahun, ni ƕashun, ni ainshun. განუსაზღვრელი ნაცვალსახელი ni ƕashun დადასტურებულია მხოლოდ მამრ. სქესის მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის ფორმით. შესიტყვებაში ni mannahun იბრუნვის მხოლოდ manna-; მხ. რ.-ის სახელ. ბრუნვის გარდა დადასტურებულია ნათ. ბრუნვა ni manshun, მიც. ბრუნვა ni mannhun და ბრალდ. ბრუნვა ni mannanhun. შესიტყვებაში ni ainshun იბრუნვის მხოლოდ ელემენტი ains-.

მხოლობითი რიცხვი
მამრობითი საშუალი მდედრობითი
სახელობითი ainshun ainhun ainohun
ნათესაობითი ainishun ainishun -
მიცემითი ainummehun ainummehun ainaihun
ბრალდებითი ainohun ainhun ainohun