aírziþa

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
სიცრუე; შეცდომაში შეყვანა
ეტიმოლოგია
[← aírzeis ზედს. „მცდარი; შეცდომაში შეყვანილი, მოტყუებული“ + -iþa სუფ.; ძვ. ზემ.-გერმ. irrida „შეცდომა; ერესი“]
კონკორდანსი
airziþa - სახელ., მხ. რ. - მათ. XXVII, 64
airziþos - ნათ., მხ. რ. - ტიმ. I, IV, 1
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.