aírþa

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
მიწა; ქვეყანა; aírþai gaibnjan მიწასთან გასწორება; განადგურება
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *erþō; ძვ. ინგლ. eorþe (თანამედრ. ინგლ. earth); ძვ. ფრიზ. erthe, irthe; ძვ. საქს. ertha; ჰოლ. aarde; ძვ. ზემ.-გერმ. erda (თანამედრ. გერმ. Erde); ძვ. ისლ. jǫrð (თანამედრ. ისლ. jörð) ← ინდო-ევროპ. *er-; ძვ. ბერძ. ἔρα „მიწა“]
კონკორდანსი
airþa - სახელ., ბრალდ., მხ. რ. - მათ. V, 18; IX, 26; X, 29 და ა.შ.
airþai - მიც., მხ. რ. - მათ. V, 35; VI, 10; VI, 19 და ა.შ.
airþos - ნათ., მხ. რ. - მარკ. IV, 5; XIII, 27; ლუკ. X, 21 და ა.შ.
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.