ƕeila

მეტყველების ნაწილი: არსებითი სახელი
სქესი: მდედრობითი
ფუძე: -ō-
1. დრო; დროის მონაკვეთი; 2. საათი; in jainai ƕeilai მაშინვე, იმწამსვე; ƕeilo ƕoh ყოველ წამს, ყოველჟამს; ძვ. ქართ. ყოველსა ჟამსა
ეტიმოლოგია
[← პროტო-გერმანიკ. *hwīlō „დრო; დროის მონაკვეთი; დასვენების პერიოდი, დასვენება“; ძვ. ინგლ. hwíl (თანამედრ. ინგლ. while); ძვ. ფრიზ. hwīle; ძვ. საქს. hwīla, hwīl; ჰოლ. wijl; ძვ. ზემ.-გერმ. hwīla, wīla (თანამედრ. გერმ. Weile); ისლ. hvíla „საწოლი, ლოგინი“; შდრ. პოლ. chwila „წუთი, მომენტი“, უკრ. хвилина „წუთი; დროის მონაკვეთი, მომენტი“ (ნასესხობა რომელიღაც გერმანიკ. ენიდან) ← ინდო-ევროპ. *ḱuei-; ავესტ. šāiti- „სიხარული“; ლათ. quiēs „დასვენება, მოსვენება; სიწყნარე“; ძვ. სლავ. покои „დასვენება; სიმშვიდე“ (რუს. покой); почити ზმნ. „მოსვენება; გარდაცვალება“ (რუს. почить)]
კონკორდანსი
ƕeila - სახელ., ბრალდ., მხ. რ. - მათ. XXVII, 45; XXVII, 46; მარკ. II, 19; XV, 25; XV, 33; იოან. VII, 30; VII, 33; VIII, 20 და ა.შ.
ƕeilai - მიც., მხ. რ. - მათ. VIII, 13; IX, 22; XXVII, 45; მარკ. XI, 11; XV, 34; ლუკ. I, 10; II, 38; VII, 21 და ა.შ.
ƕeilo - ნათ., მრ. რ. - კორ. I, VII, 5; XV, 30; XVI, 7
ƕeilos - ნათ., მხ. რ. - მათ. IX, 15; იოან. XI, 9; თესალ. I, II, 17
პარადიგმა

1.1.2. (a)

არსებითი სახელები, -ō- ფუძიანი, მდედრობითი სქესი
giba
(საჩუქარი)
მხოლობითი მრავლობითი
სახელობითი giba gibōs
ნათესაობითი gibōs gibō
მიცემითი gibai gibōm
ბრალდებითი giba gibōs

[-o-] ფუძიანი არსებითების ბრუნებისაგან არაფრით არ განსხვავდება ბრუნება -wa-ზე დამთავრებული რამდენიმე არსებითი სახელისა (frijaþwa (სიყვარული); triggwa (აღთქმა); „ერთგულება“; bandwa (ნიშანი); fijaþwa (მტრობა); ubizwa (ბჭე, პორტიკი); wulwa (ძარცვა, მიტაცება)), რომელსაც ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ, როგორც გოთურ არსებითთა ბრუნების [-o-] ფუძიანი ტიპის [-wo-] ფუძიან ქვეტიპს.